EURO 2020. საკვალიფიკაციო: ესპანეთმა შვედეთს ორი პენალტი გაუტანა და 3:0 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე ტურის მატჩები ჩვენი, D ჯგუფის გარდა, კიდევ 4 ჯგუფში გაიმართა.

ესპანეთმა სახლში 3:0 სძლია შვედეთს და 4 ტურის შემდეგ F ჯგუფში 12 ქულით პირველ ადგილზეა. სერხიო რამოსმა ნაკრებში მე-20 გოლი გაიტანა (პენალტით), მეორე თერთმეტმეტრიანი კი მორატას შეასრულებინა. "ტრე კრუნურის" მწვრთნელმა იანე ანდერსონმა თქვა, რომ ფურია როხა გამოკვეთილი ფავორიტია და ერთი საათი გაუძლეს. ესპანეთმა ამ საუკუნეში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყველა მატჩი მოიგო, უკანასკნელად კი 1987 წლის 18 თებერვალს დამარცხდა ინგლისთან 2:4 და ოთხივე გოლი გარი
ლინეკერმა გაუტანა.


A ჯგუფში ჩეხეთმა 3:0 მოუგო მონტენეგროს და 6-6 ქულით ინგლისთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

B ჯგუფში უკრაინამ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ლუქსემბურგი და 10 ქულით ლიდერია.

G ჯგუფში პოლონეთმა ისრაელი 4:0 გაანადგურა და 12 ქულით ლიდერია. პოლონელთა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ნაკრებში 106-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდსმენ იაკუბ ბლასჟიკოვსკის დაეწია.


A ჯგუფი
სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი - კოსოვო 2:3
გოლები: 0:1 რაშიცა (14), 1:1 პოპოვი (43), 2:1 დიმიტროვი (55), 2:2 მურიგი (94), 2:3 რასანი (90+2)

ოლომოუცი. "ანდრუვი"
ჩეხეთი - მონტენეგრო 3:0
გოლები: 1:0 იანტკო (18), 2:0 კოპიტოვიჩი (42, საკ. კარში), 3:0 შიკი (82, პენ)

B ჯგუფი
ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
სერბეთი - ლიეტუვა 4:1
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (20), 2:0 მიტროვიჩი (34), 3:0 იოვიჩი (35), 3:1 ნოვიკოვასი (71, პენ), 4:1 ლაიაჩი (90+2)

ლვოვი. "ლვოვ არენა"
უკრაინა - ლუქსემბურგი 1:0
გოლი: იარემჩუკი (6)

F ჯგუფი
ტორსჰავნი. "ტორსვიულური"
ფარერები - ნორვეგია 0:2
გოლები: 0:1 იონსენი (49), 0:2 იონსენი (83)

ტა ქალი. "ნასიონალი"
მალტა - რუმინეთი 0:4
გოლები: 0:1 პუშკაში (7), 0:2 პუშკაში (29), 0:3 ჩიპჩიუ (34), 0:4 მანი (90+1)
გაძევება: ჩიპჩიუ (81)

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ"
ესპანეთი - შვედეთი 3:0
გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (64, პენ), 2:0 მორატა (85, პენ), 3:0 ორასაბალი (87)

G ჯგუფი
სკოპიე. "ტელეკომი"
ჩრდ. მაკედონია - ავსტრია 1:4
გოლები: 1:0 ჰინტერეგერი (18, საკ. კარში), 1:1 ლაზარო (39), 1:2 არნაუტოვიჩი (62, პენ), 1:3 არნაუტოვიჩი (82), 1:4 ბეიტულაი (1:4, საკ. კარში)

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - სლოვენია 0:5
გოლები: 0:1 ცმიგოი (24), 0:2 ცმიგოი (26), 0:3 ილიჩიჩი (29, პენ), 0:4 ილიჩიჩი (44), 0:5 ზაიაცი (47)

ვარშავა. "ნაროდოვი"
პოლონეთი - ისრაელი 4:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (35), 2:0 ლევანდოვსკი (56, პენ), 3:0 გროსიცკი (58), 4:0 კაძიორი (84)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული