ევრო 2020. საკვალიფიკაციო: რონალდოს პორტუგალია უკრაინას მისდევს, საფრანგეთი ერთპიროვნულად ვერ გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
7 სექტემბერს, ევროშესარჩევის მატჩები 3 ჯგუფში ჩატარდა.

A ჯგუფის შესახებ უკვე მოგითხრეთ და დანარჩენ ორ ჯგუფშშიც მეტად საინტერესო შეხვედრები გაიმართა.

A ჯგუფი

პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - ჩეხეთი 2:1
გოლები: 0:1 შიკი (16), 1:1 მურიკი (20), 2:1 ვოივოდა (66)

ლონდონი. "უემბლი". 82 605 მაყურებელი
ინგლისი - ბულგარეთი 4:0
გოლები: 1:0 კეინი (24), 2:0 კეინი (49, პენ), 3:0 სტერლინგი (55), 4:0 კეინი (73, პენ)

B ჯგუფი

უკრაინამ დამაჯერებლად მოუგო გასვლაზე ლიეტუვას 3:0 და 13 ქულით ლიდერია. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა 5-დან 4-მატჩში იმარჯვა, ერთი კი
ფრედ დაასრულა. მეორე ადგილზე ოდენ 5 ქულით სერბეთის მძლეველი (4:2) პორტუგალიაა, რომელსაც 2 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რონალდომ ნაკრების ღირსება 159-ედ დაიცვა და 89-ე გოლიც გაიტანა. მას გუნდის ამჟამინდელ მთელ შემადგენლობაზე სამჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი.

ვილნიუსი. "LFF სტადიონასი"
ლიტვა - უკრაინა 0:3
გოლები: 0:1 ზინჩენკო (7), 0:2 მარლოსი (27), 0:3 მალინოვსკი (61)

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
სერბეთი - პორტუგალია 2:4
გოლები: 0:1 კარვალიო (42), 0:2 გუედეში (58), 1:2 მილენკოვიჩი (68), 1:3 რონალდო (80), 2:3 მიტროვიჩი (85), 2:4 ბერნარდო სილვა (86),


H ჯგუფი

საფრანგეთი ადვილად გაუსწორდა საკუთარ მოედანზე ალბანეთს (4:1)). თურქებმა სახლში ძლივს მოუგეს 1:0 საკუთარ საჯარიმოს მიჯაჭვულ ანდორას, რომელსაც გოლი 89-ე წუთზე გაუტანეს. ისლანდიამ სახლში მოლდოვას 3:0 მოუგო. ამ ჯგუფში სამხელისუფლებიანობაა - საფრანგეთს, თურქეთს და ისლანდიას 12-12 ქულა აქვთ.

რეიკიავიკი. "ლაუგარდალსვოლიური"
ისლანდია - მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 სიგპორსონი (31), 2:0 ბაიარნასონი (55), 3:0 ბოივარსონი (77)

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
საფრანგეთი - ალბანეთი 4:1
გოლები: 1:0 კომანი (8), 2:0 ჟირუ (27), 3:0 კომანი (68), 4:0 იკონე (85), 4:1 ციკალეში (90, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (36)

გრიზმანმა ნაკრებში გატანილი 7 პენალტის შემდეგ პირველად გააცუდა თერთმეტმეტრიანი.


ისტანბული. "ვოდაფონე"
თურქეთი - ანდორა 1:0
გოლი: ტუფანი (89)

თურქეთის ეროვნულ გუნდში მეასეჯერ ითამაშა 39 წლის ნახევარმცველმა ემრემ, რომლის დებიუტი 2000 წელს შედგა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული