უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ალეკსანდრ ბუბნოვი: ბელგიამ რუსეთი "ეკონომ რეჟიმით" გაანადგურა

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე ბელგიის ნაკრების მიერ რუსეთის პეტერბურგში დამარცხებაზე (4:1) კომენტარი "სპარტაკის" ყოფილმა მცველმა ალეკსანდრ ბუბნოვმა გააკეთა.

"ამ მატჩის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, გუნდებს შორის კლასში არსებით სხვაობაზე მეტყველებს. ბელგიელებმა თავიანთ დონეზე მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშეს, როდესაც სამი უპასუხო გოლი გაგვიტანეს, შესვენების შემდეგ კი "ეკონომ რეჟიმზე" გადაერთვნენ, რათა ძალები დაეზოგათ და არასაჭირო ტრავმები არ მიეღოთ. ახსოვდათ რა ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვება ხელიდან გაუშვეს (3:3), სისულელე არ ჩაიდინეს და მშვიდად ჩაამთავრეს მატჩი.

რა არ გააკეთეს ჩვენებმა სათანადოდ? ასე მგონია, ბურთი უნდა
დაეთმოთ და დაცვაში მჭიდროდ თამაშით კონტრშეტევაზე დაჭერა ეცადათ. ყველაფერი პირიქით მოხდა, რაც ბელგიას ხელს აძლევდა. მათ ტერიტორიული უპირატესობა არ დაგვითმეს. სტანისლავ ჩერჩესოვმა, დიდი ალბათობით, გუნდს ამოცანად მოგება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება დაუსახა - აქედან გამომდინარეობდა ტაქტიკა და გეგმა. თუმცა, გუნდებს შორის კლასში იმხელა სხვაობაა, რომ ამან არ იმუშავა და ჩვენი გამანადგურებელი წაგებით დასრულდა.

ბელგიამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმ 60-70% აჩვენა და ისიც მხოლოდ შესვენებამდე. მეორე ტაიმში სტუმრები საერთოდ ნახევარი ძალით თამაშობდნენ და ეს 45 წუთი მაინც ფრედ დასრულდა. მთელი 90 წუთის მანძილზე თავიანთი პოტენციალი რომ გამოევლინათ, ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა", - განუცხადა ბუბნოვმა Sportbox-ს.