ევრო 2020. საკვალიფიკაციო: ინგლისმა ერთა ლიგის ნახევარფინალისტი კოსოვო გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
17 ნოემბერს ევროშესარჩევი ტურნირის უკანასკნელი ტურის 2 მატჩი A ჯგუფში ჩატარდა.

ინგლისი და ჩეხეთი წინა ტურში გავიდნენ კონტინენტის პირველობაზე და ამ შეხვედრებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

თუმცა ჩვენთვის საინტერესო კოსოვოს ინგლისთან მატჩი იყო, რადგან ეს გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალშია გასული და მისი მწვრთნელი ბერნარდ შალანდი სპეციალურად ჩავიდა სენტ-გალენში, რათა შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების თამაში ეხილა.

კოსოვო პირველ წრეში ინგლისთან 3:5 დამარცხდა. შალანდს რევანშის იმედი ჰქონდა და თქვა, არ ვიცი, როგორ მოვიგებთ, ალბათ, თუ რაჰიმ სტერლინგს ფეხს მოვამტვრევთო.

ინგლისმა ისევ სძლია
კოსოვოს, ამჯერად 4:0 და 21 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ამ გუნდმა ბოლო 3 მატჩი საერთო ანგარიშით 17:0 მოიგო.


"სამმა ლომმა" წელს 38 გოლი გაიტანა - უფრო მეტი მხოლოდ 111 წლის წინ აქვს გატანილი.

ჰარი კეინი 12 გოლით ბომბარდირია და პირველი ინგლისელია, რომელმაც ევროშესარჩევის ყველა მატჩში გაიტანა.

მეორე ადგილი 15 ქულით ჩეხეთმა დაიკავა, რომელიც სტუმრად ბულგარეთთან 0:1 დამარცხდა. ეს ბოლო 13 თვეში ბულგარელთა პირველი გამარჯვებაა.

კოსოვო 11 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა - 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, ბურთების შეფარდება 13:16.

პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - ინგლისი 0:4
გოლები: 0:1 უინკსი (32), 0:2 კეინი (79), 0:3 რეშფორდი (83), 0:4 მაუნტი (90)

სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი - ჩეხეთი 1:0
გოლი: ბოჟიკოვი (56)

altკოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: ამიტომ ჩამოვედი საქართველოს თამაშის საყურებლად

altევრო 2020. საკვალიფიკაციო: კოსოვო დამარცხდა და თბილისში ბელორუსი მოდის - ევროპირველობის საგზური ათმა გუნდმა მოიპოვა [VIDEO]

altევრო 2020. საკვალიფიკაციო: რონალდოს პოკერი და კოსოვოს არშემდგარი სენსაცია ინგლისთან [VIDEO]

altკოსოვოს ნაკრების ოდიოზური მწვრთნელი ყვირის და პრესკონფერენციაზე ინგლისს დამარცხებას ჰპირდება

altკოსოვომ ჩეხეთი დაამარცხა და ევროპირველობაზე ერთა ლიგის გარეშე აპირებს გასვლას [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ვიცი რა ვთქვა..... რამოდენიმე წელში კოსოვომ ბრძოლისუნარიანი გუნდი გააკეთა.. ჩვენ რა გვჭირს???? ამდენი ხანია ვჯახირობთ
alex
09:21 18-11-2019
1
კარგი გუნდია კოსოვო ანგარიშმა არ მოგატყუოთ 78 წუთამდე ტოლსწორად ეთამაშნენ ინგლისს გასვლაზე და რაც მთავარია ყველა დარბოდა ბოლომდე იხარჯებოდა ძალიან უნდა გაგვიმართლოს კოსოვო რომ დავამარცხოთ 30-70 მათ სასარგებლოდ.
კახა
02:20 18-11-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული