ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გრიზმანმა, როგორც იქნა, გაიტანა - საფრანგეთი პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
17 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის ბოლო ტურის მატჩები H ჯგუფში გაიმართა.

ამ ჯგუფში ევროპირველობის საგზური საფრანგეთმა და თურქეთმა ვადაზე ადრე მოიპოვეს და უკანასკნელ ტურშიც იმარჯვეს.

საფრანგეთმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, თურქეთმა კი - მეორე.

ანტუან გრიზმანმა ამ თვეში პირველად გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. მის ანგარიშზე შესარჩევ ტურნირზე 7 შედეგიანი პასია და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

ტირანა. "კომბიოტარე"
ალბანეთი - საფრანგეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოლისო (8), 0:2 გრიზმანი (31)

კიშინიოვი. "ზიმბრუ"
მოლდოვა - ისლანდია 1:2
გოლები: 0:1 ბიარნასონი (17), 1:1 მილინკეანუ
(56), 1:2 სიგურსონი (65)

ანდორა. "ნასიონალი"
ანდორა - თურქეთი 0:2
გოლები:0:1 უნალი (17), 0:2 უნალი (21, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული