ევრო 2020. საკვალიფიკაციო: რემსიმ დუბლით უელსი ევროპირველობაზე გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის დასკვნითი ტურის მატჩები 4 ჯგუფში გაიმართა და ფინალური ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა.

C ჯგუფი
ამ ჯგუფში ფინალისტები, გერმანია და ნიდერლანდები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ და ბოლო ტურში მათ მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს.

გერმანიამ 8-დან 7 მატჩი საერთო ანგარიშით 30:7 მოიგო.

სერჟ გნაბრიმ ნაკრებში ჩატარებულ პირველ 13 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და მიროსლავ კლოზეს რეკორდი დაამხო.

ფრანკფურტი. "კომერცბანკ-არენა"
გერმანია - ჩრდილოეთი ირლანდია 6:1
გოლები: 0:1 სმიტი (7), 1:1 გორეცკა (19), 2:1 გორეცკა (43), 3:1 გნაბრი (47), 4:1 გნაბრი (60), 5:1
გორეცკა (73), 6:1 ბრანდტი (90+1)


ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
ნიდერლანდები - ესტონეთი 5:0
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (6), 2:0 აკე (18), 3:0 ვეინალდუმი (66), 4:0 ვეინალდუმი (78), 5:0 ბოადუ (87)


E ჯგუფი
ამ ჯგუფიდან გასულ ტურში ხორვატია გავიდა, დღეს კი უელსმა აარონ რემსის დუბლით 2:0 მოუგო უნგრეთს, მეორე ადგილი დაიკავა და ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.

რემსიმ ნაკრებში პირველი დუბლი შეასრულა.

კარდიფი. "სიტი"
უელსი - უნგრეთი 2:0
გოლები: 1:0 რემსი (15), 2:0 რემსი (47)


ტრნავა. "სიტი არენა"
სლოვაკეთი - აზერბაიჯანი 2:0
გოლები: 1:0 ბოჟენიკი (19), 2:0 ჰამშიკი (86)

G ჯგუფი
ამ ჯგუფიდან პოლონეთი და ავსტრია გასულები იყვნენ და უკანასკნელ ტურს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

პოლონელთა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

სკოპიე. "ტოშ პროესკი"
ჩრდილოეთი მაკედონია - ისრაელი 1:0
გოლი: ნიკოლოვი (45+2)

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ავსტრია 1:0
გოლი: ოშსი (65)

ვარშავა. "ნაროდოვი"
პოლონეთი - სლოვენია 3:2
გოლები: 1:0 შიმანსკი (3), 1:1 მატავჟი (14), 2:1 ლევანდოვსკი (54), 2:2 ილიჩიჩი (61), 3:2 გორალსკი (81)
გაძევება: კურტიჩი (86, სლოვენია)

I ჯგუფი
ბელგიას და რუსეთს ვადამდე ჰქონდათ ფინალური ტურნირის საგზური მოპოვებული და ადვილ მეტოქეებს ამჯერადაც უპრობლემოდ სძლიეს.

ბელგიელთა ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუნემ ბოლო 4 წელიწადში დუბლი პირველად შეასრულა.

ბრიუსელი. "მეფე ბოდუენი"
ბელგია - კვიპროსი 6:1
გოლები: 0:1 იოანუ (14), 1:1 ბენტეკე (16), 2:1 დე ბრიუნე (35), 3:1 დე ბრიუნე (41), 4:1 კარასკო (44), 5:1 ხრისტოფორუ (51, საკ. კარში), 6:1 ბენტეკე (67)


სარევალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - რუსეთი 0:5
გოლები: 0:1 კუზიაევი (3), 0:2 პეტროვი (19), 0:3 ალეკსეი მირანჩუკი (49), 0:4 იონოვი (56), 0:5 კომლიჩენკო (78)

გლაზგო. "ჰემპდენი"
შოტლანდია - ყაზახეთი 3:1
გოლები: 0:1 ზაინუტდინოვი (34), 1:1 მაკგინი (48), 2:1 ნეისმიტი (64), 3:1 მაკგინი (90+1)

ევროპირველობის საგზური ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, ინგლისმა, ჩეხეთმა, შვედეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ჰოლანდიამ, ხორვატიამ, ავსტრიამ, პორტუგალიამ, შვეიცარიამ, დანიამ და უელსმა მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული