უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

The Telegraph: რუსეთის ნაცვლად ევრო 2020-ზე შოტლანდია იასპარეზებს?

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ევრო 2020-დან მოკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია ტურნირზე მათი ადგილი შოტლანდიამ დაიკავოს, - იტყობინება ბრიტანული "ტელეგრაფი".

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ, აღნიშნული საკითხი კი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

რუსეთის ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის I ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო შოტლანდიამ - მესამე.

ასევე დაგაინტერესებთ