უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

კორონავირუსის გამო იტალიელებს ევრო 2020-ის გადატანა უნდათ

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დამიანო ტომაზიმ კორონავირუსის გამო ევროპირველობის გადატანის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"უეფამ ევრო 2020-ის გადატანის შესაძლებლობა უნდა განიხილოს, რათა ეროვნულ ჩემპიონატებს დასრულების საშუალება მისცეს.

კორონავირუსის პრობლემა მარტო იტალიაში როდია. სერია A მაყურებლების გარეშე გაგრძელდება, მაგრმ ზოგიერთი ფეხბურთელი ამას არ ეთანხმება, ზოგიერთი კი - შეშფოთებულია.

ჩვენ ყველა პრევენციულ ზომას მივიღებთ, მაგრამ მოთამაშეები მუდმივად რისკავენ. ყველაზე უარესი ისაა, რომ თუ ერთი ფეხბურთელი დაავადდა, მთელ გუნდს კარანტინში მოუწევს ყოფნა", - ციტირებს ტომაზის Football Italia.