უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

The Telegraph: უეფამ ევროპირველობა შეიძლება დეკემბერში ჩაატაროს

AutoSharing Option
ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, უეფა ევრო 2020-ის დეკემბერში გადატანის ვარიანტს განიხილავს.

ტურნირის დეკემბერში ჩატარება ეროვნული ჩემპიონატების ზაფხულში დასრულების საშუალებას მისცემს, რამეთუ ახლა ევროპის უმეტეს ქვეყნებში ჩემპიონატები კორონავირუსის გამო შეჩერებულია.

ამ წინადადებას სამშაბათს უეფას კრებაზე განიხილავენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტინენტის პირველობა შესაძლოა, 2021 წელს გაიმართოს.

ტეგები: