უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო!

AutoSharing Option
როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინებოდა, უეფას ელექტრონული კონფერენციის ფარგლებში მოხდა შეთანხმება და ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს ჩატარდება.

აღნიშნული ინფორმაცია, მედიასაშუალების გარდა, ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა.

მოგვიანებით ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი "ევრო 2020"-ის "ტვიტერის" გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ "ევრო 2021" 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.