ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა შეიძლება რუსეთში ითამაშოს

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, ევროპაში კორონავირუსის სიტუაციის გაუარესების გამო უეფა ევრო 2020-ის მხოლოდ რუსეთში ჩატარების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთში ეპიდემიით დაინფიცირების დაბალი დონეა და ტურნირის მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. უეფა ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ჩამოყალიბებისათვის დრო სჭირდება.

ევროპირველობის 12 ქალაქში გამართვა უკვე შეუძლებელი ხდება, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მატჩების ჩატარება პრობლემურია, თან ყარაბაღის კონფლიქტის პირობებში თამაშები ბაქოში ვერ გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია გასული და თუ ჩრდილოეთ მაკედონიას სძლია, არაა
გამორიცხული, რუსეთში მოუწიოს თამაში, თუმცა აქ იმდენი "თუა", რაიმეს პროგნოზირება წარმოუდგენელია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ე ბიჯო გავიდეთ და შიგ შუაგულ მოსკოვში გაუდოთ რუსეთის ნაკრები იქნრა თუ სხვა ბაირამ დუდუკში მაგას რა ჯობია ჩვენ რუსეთში ბალეშიკობა გვექნება ბაზარი არაა ..
dato
03 ნოემბერი 2020 21:41
0
მთავარია გავიდეთ და სადაც გინდა იქ ვითამაშოტ
ალეკსანდრე
03 ნოემბერი 2020 18:45
0
ჩვენ ყველა ასპექტში რუსებზე უკეთესი კოვიდ სტატისტიკა გვაქვს და შეიძლება, არც არაფერი გამოგვივიდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა "დავასტუკოთ", რომ რუსებზე არანაკლებად შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, ასეთი შანსები ჩვენისთანა ქვეყნებს საუკუნეში ერთხელ ეძლევა... სატესტოდ კი შეგვიძლია, ჩვენი და მაკედონიის თამაში შევთავაზოთ უეფას, რომელზეც 30.000-დე მაყურებელს დავუშვებთ და არანაირი აფეთქება არ გვექნება... ჩემს კოვიდდამწუხრებულ ოპონენტებს კი ვეტყოდი, რომ ევროპელი ქომაგები იმაზე საშიშ შტამს ვერ ჩამოგვიტანენ, ვინემ აგერ პირბადით ცხვირისმხოცავი ანზოროვნა გვიფრქვევს მიტინგებზე... ვოოტ...
მ.ტ.
03 ნოემბერი 2020 18:22
9
ეტყობა გავედით უკვე და გვიმალავენ.
გელა
03 ნოემბერი 2020 16:54
2
იუთუბზე ძალიან საინტერესო საათნახევრიანი ფილმია ხვიჩაზე.საინტერესო ინტერევიუები სლუცკისთა,ჯუღელთან,ყაზანის პრეზიდენტთან და მის მოადგილესთან,სიომინთან და ლოკოს ვიცეპრეზიდენტთან და რა თქმა უნდა ხვიჩასთან.ძალიან თავმდაბალი და კარგად აღზრდილი ახალგაზრდაა.ნახეთ და დიდ სიამოვნებას მიიღებთ
თემო
03 ნოემბერი 2020 14:51
3
რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს = საქართველოს რუსეთში მართლაც დიდი მხარდაჭერა ექნება სტადიონებზე, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ..
jango
03 ნოემბერი 2020 13:08
1
მერე ითამაშოს რას დაკარგავს მაგით არც არაფერს პირიქით უკეთესიც იქნება კიდეც უამრავი ბალეშიკი ეყოლებათ სტადიონზე
Gio
03 ნოემბერი 2020 12:09
3
როგორ არის ინფიცირების დონე რუსეთში დაბალი?! მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით!
დო მაჟორი
03 ნოემბერი 2020 11:18
0
ჩვენ ყველგან გვაწყობს, სადაც არ წავაგებთ, სადაა ეგეთი ადგილი, იცის ვინცხამ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 ნოემბერი 2020 10:41
3
რუსეთში, თუ ფიქრობენ ჩატარებას კომერციული და პოპულარულობის თვალსაზრისით საქართველოს ნაკრების გასვლა ევრო 2021-ზე უფრო აწყობს უეფას )))
და კვარას, ჩაკვეს ექნებათ მართლაც გაბრწყინების საშუალება.
nk
03 ნოემბერი 2020 09:52
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული