დაიწყო და რა დაიწყო - forza, italia! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ნაკრების რენესანსი იწყება?

ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში იტალიამ რომში თურქეთი 3:0 დაამარცხა.

მასპინძლები უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ფაქტიურად ცალკარა თამაში მიდიოდა, მაგრამ სტუმრები ორგანიზებულად და თავგანწირვით იცავდნენ თავს და შესვენებამდე გოლი არ გავიდა. აღსანიშნავია, რომ თურქებს მეტოქის კარისაკენ ბურთი არ დაურტყამთ - ეს 1980 წლის მერე პირველი ასეთი შემთხვევაა. სამაგიეროდ გავიდა მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც ბერარდის ჩაწოდებული ბურთი დემირალმა საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველად ევროპირველობის ისტორიაში ავტოგოლი პირველი გოლი გახდა. შემდეგ იმობილემაც გაიტანა და გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა. თუმცა,
მანჩინის შეგირდები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და ჩაკირი ინსინიემაც დაამწუხრა.

იტალიის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

რომი. „ოლიმპიკო“
იტალია - თურქეთი 3:0
გოლები: 1:0 დემირალი (53, საკ. კარში), 2:0 იმობილე (66), 3:0 ინსინიე (79)

იტალია: დონარუმა,სპინაცოლა, ბონუჩი, კიელინი, ფლორენცი (დი ლორენცო 46), ჟორჟინიო, ბარელა, ლოკატელი (კრისტანტე 73), ინსინიე (კიეზა 80), ბერარდი (ბერნარდესკი 84), იმობილე (ბელოტი 80)

თურქეთი: ჩაკირი, ჩელიკი, დემირალი, სეინჯიუ, მერაში, იოკუშლუ (კაჰვეჩი 65), ტუფანი (აიჰანი 64), იაზიჯი (უნდერი 46), კარამანი (დერვიშოღლუ 76), ჩალჰანოღლუ, ილმაზი

. 22 წლისა და 106 დღის დონარუმა სკუადრა აძურაში დიდ ტურნირებზე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა.
. იტალიელთა 36 წლის მცველი კიელინი მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას.
. იტალიის ნაკრებმა პირველად იზეიმა ზედიზედ ცხრა გამარჯვება და თანაც ამ შეხვედრებში გოლი არ გაუშვია.
. სკუარდა აძურა მიჯრით 28 მატჩში დაუმარცხებელია და საკუთარ რეკორდამდე 2 შეხვედრა აშორებს.
. იტალიამ ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო მატჩში ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა.
. თურქეთმა დიდ ტურნირებზე შვიდივე სასტარტო მატჩი წააგო.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მასპინძელთა გუნდის მცველი სპინაცოლა აღიარეს.

A ჯგუფში აგრეთვე უელსი და შვეიცარია ასპარეზობენ, რომლებიც ერთმანეთს დღეს ბაქოში დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 13 /
სხვათაშორის გადასარევი კომენტატორები გვყავს!!!! ძალიან კარგად მიყავთ თამაშები
ჩემპი
12 ივნისი 2021 18:41
1
მანჩინიზე გეთანხმებით.ძალიან არ მომწონს..თავის დროზე მოურინიოს აწყობილი ინტერი ისე არია წლები დასჭირდა თავიდან აწყობას..ზუსტად იგივე მანჩესტერ სიტიში,ისე უტირა დედა გვარდიოლამ აქამდე ვერ მოხოდა(რადგან ფერნანდინიოები და მანჩინის ნარჩენები ჯერ კიდე არ აორთქლებულა).
იგივე უქნა ვან გაალმა მანჩესტერ იუნაიტედს-გუნდი ისე დატოვა მოიესი აზრზე ვერ მოვიდა რა ეღონა,მერე სულშერს ფერგიმ ერთი-ორი რჩევა მისცა თორე იქნებოდნენ ახლა ბრაიტონის დონეზე.
მანჩინის რაღაცნაერი შკაფივით გუნდის გაკეთება უყვარს,მთავარია ცენტრი წაართვას მეტოქეს და გოლების გატანა მაგის გუნდებს სულ უჭირთ..გუშინაც კი გაჯორა თურქები,მაგრამ მე მგონი ამ იტალიას უფრო ძლიერ გუნდებთან გოლის გატანა გაუჭირდება..
მეორე მხარეს იყო გიუნეში,რომელიც საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი მწვრთნელია..მაგრამ ფეხბურთი მაგათ გენში არა ზის,ისევე როგორც აზერების..ამდენი ფული ჩადეს და მაინც სომხებთან ვერ გათანაბრდებიან
Levani
12 ივნისი 2021 16:42
5
ჩვენი კომენტატორების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.
თომა
12 ივნისი 2021 16:32
1
ისეთი წარმოდგენა დამრჩა თითქოს ამ კომენტატორებს ფეხბურთი პირველად მიჰყავდათ!!! ხო ხოო! რა ნახეს იტალიამ იტალიაში მოუგო თურქეთს და ასრულდა!!! გახადეს იტალია ერთ ერთ ფავორიტად! ვაი თქვენს პატრონს!!! ან შემადგენლობა რა ყავს ისეთი ან მრწთვნელი ხო საერთოდ!
777
12 ივნისი 2021 15:27
4
არ არის იტალია კარგი გუნდი მათი მწვრთნელი ხომ საერთოდ. ჯუფიდან გასვლის შემდეგ ისეთ თამაშს წააგებს სადაც ფავორიტი იქნება და გაამდიდრებს ტოტალიზატორებს. იმას კი არ ვამბობ რომ ძალით წააგებს და გაყიდის თქო აი უბრალოდ ვერ მოიგებს იმიტომ რომ ფეხბურთელები და მწვრთნელი ხომ საერთოდ არ უვარგათ
აკაკი
12 ივნისი 2021 11:39
26
რაც ვნახე, საშუალო გუნდზე ცოტათი, ძლიერი გუნდია. 10 ნომერი რომ არ ჰყავდეს, საყურებლადაც არ ვარგან.
გიორგი
12 ივნისი 2021 12:35
10
პირველ რიგში დავწერ რომ ვარი გასაუქმებელია რაც თამაშს შეეხება ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა არა მგონია ეს იყოს თურქების მაქსმუმი იტალია კი ძალიან მაგრად დარბოდა და ვნახოთ უფრო ძლიერებთან რას იზამს
zurabi
12 ივნისი 2021 11:15
10
ადრეა ჯერ განსჯა, რეალურად ძლიერ გუნდს არ შეხვედრიან 2 წელია მგონი, აი შვეიცარიასთან გამოჩნდება და მერე უფრო ძლიერებთანაც შეიძლება ნახვა
ზორბეგი
12 ივნისი 2021 10:23
2
იატალია გაიმეორებს პაოლო როსის და ბეტეგას დროინდელ ტრიუმფს! მე ასეთი ტემპი, ასეთი სიჩქარეები ჯერ არ მინახავს! ეს საოცრებაა! რაღაც იმას გავდა თითქოს ყველა იტალიელ ფეხბურთელს 2-3 დოზა მილდრონატი ჰქონდა გაკეთებული! ყოჩაღ!
aburjga
12 ივნისი 2021 07:58
8
აბა "გადარეული" (კაი გაგებით) იტალიელებისგან რას უნდა ველოდოთ? იტალიელების ვულკანმა "ეტნამ" გაიღვიძა!
bravisimo italiano.
12 ივნისი 2021 10:58
3
2-3 ჯერ ვაქცინირებულები არიან ყველა ვაქცინით
Mousquetaire
12 ივნისი 2021 10:51
3
გააპეს გიაურები
შაკო
12 ივნისი 2021 01:24
4
პიცამ აჯობა შაურმას.ასეთ უსუსურ თურქეთს არ ველოდი,თან გიუნეშის ხელში..ვაბშე უჟილკო გუნდია,უკან პასები და წინ მოგერიება-სხვა ვერაფერი გვაჩვენეს
Levani
12 ივნისი 2021 01:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული