უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

მანჩინი: შესანიშნავია - წინ ასეთი კიდევ ბევრი გველის

AutoSharing Option
ევროპირველობის სტარტზე თურქეთის დამაჯერებლად დამარცხების (3:0) შემდეგ, კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა.

"კარგად ვითამაშეთ. თურქეთი თავს კარგად იცავდა და პირველ ტაიმში გოლი ვერ გავიტანეთ. ასეთ მატჩებში ყველაფერი აუცილებელია. გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ.

გამარჯვებაში მთავარი როლი იმან ითამაშა, რომ ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით და გადაცემის მისაღებად თავისუფალი ფეხბურთელი ყოველთვის გვყავდა.

ტურნირის გამარჯვებით დაწყება და გულშემატკივრებისა და ყველა იტალიელის გახარება მნიშვნელოვანი იყო. შესანიშნავი საღამო გამოგვივიდა და იმედი მაქვს, ასეთი კიდევ ბევრი გველის. ფინალი? იქამდე შორია. წინ 6 მატჩია", - ციტირებს მანჩინის "Football
Italia".