უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

შევჩენკო: ჩემმა გუნდმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა

AutoSharing Option
ევროპირველობაზე ნიდერლანდებთან წაგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ გააკეთა.

"ძალიან სწრაფი თამაში იყო, საინტერესო, ორივე გუნდის ბევრი მომენტით.

თამაშისთვის მინდა ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რომელიც მათ აჩვენეს, როდესაც 0:2-ს ვაგებდით. უკვე მაშინ შეგვეძლო წაგვეგო.

თამაშის მიმდინარეობის გარდასატეხად ძალები გამოვნახეთ, შეტევაში გადავედით; სქემა შევცვალეთ, საჭირო ბალანსი მოვძებნეთ. გუნდმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა", - ციტირებს შევჩენკოს უეფას საიტი.

ასევე დაგაინტერესებთ