მაკედონიელები ჩივიან, არნაუტოვიჩი ბოდიშს იხდის - სკანდალი ევროზე

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა "ინსტაგრამის" საშუალებით მაკედონიელი ფეხბურთელების მიმართ გამოთქმული უხეში სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

"ემოციების მოზღვავებისას რამდენიმე უხეში სიტყვა ვთქვი, რის გამოც ბოდიში მინდა მოვიხადო - განსაკუთრებით, ალბანელი და მაკედონიელი მეგობრების წინაშე. ერთი რამ პირდაპირ მინდა განვაცხადო - მე რასისტი არ ვარ. მეგობრები თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს და მრავალფეროვნების წინააღმდეგ არ გამოვდივარ. ვინც მიცნობს, ამის შესახებ ყველამ იცის", - დაწერა არნაუტოვიჩმა.

მატჩის შემდეგ სერბული წარმოშობის არნაუტოვიჩს ბრალს ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელების შეურაცხყოფაში სდებდნენ. მედიის განცხადებით, ავსტრიის ნაკრების ფორვარდმა მესამე
გოლის შემდეგ ეთნიკურად ალბანელი აგზონ ბეიტულაი და ეჟჯან ალიოსკი შეურაცხყო.

ავსტრიამ მაკედონიას 3:1 მოუგო, მესამე გოლი სწორედ არნაუტოვიჩმა გაიტანა და სხვადასხვა ფრაზასთან ერთად ყვიროდა, რომ მთელი მაკედონიის ყიდვა შეეძლო, გუნდის კაპიტანი დავიდ ალაბა კი მისი პირის დაფარვას ხელით ცდილობდა, რათა სკანდალისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ვერ მოახერხა.

მეორე მხარეს კი მაკედონიელებმა უეფას მიმართეს და შემთხვევის გამოძიება მოითხოვეს. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ სარჩელს ამზადებს.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
არნაუტოვიჩზე ქართველი ფეხბურთელებიც ამბობდნენ როცა ავსტრიას ფრე ვეთამაშეთ,შეურაცყოფას გვაყენებდაო!
kaxa
16 ივნისი 2021 12:41
0
რას ამბობ? და რა ქნეს მერე? უჩივლეს?
არმენი
16 ივნისი 2021 17:59
0
მერე მაგაში გასაბრაზებელი რაა? თუ ნამოხვანჰესს ავაშენებ მაკედონიაშიო მაშინ ხო..
ისე მართლა რო იყოდოს და ყველა გაადეპორტოს :)
Levani
16 ივნისი 2021 09:03
0
Vinc maq chamotvalet magaze didi fexburtelebi yavda chvens nakrebs magram evropaze ar gasula. Saqartvelos nakrebma im dges ise cudad itamasha rom xvicha kiara ronaldu ver gvishvelida. Makedoniam bolomde ibrzola avstriastan da rac sheezlo gaaketa. Arnautovichma ar vici ratqva magram is vici ro sul duraki iyo da karierac egre aecyo zustad.
Milani
15 ივნისი 2021 19:08
2
ყველაზე სასაცილო ის არის რომ, თვითონაც გასერბებული ალბანელია )))
არნავუთ ბევრ ბალკანურ ენაზე მათ შორის თურქულადაც ალბანელს ნიშნავს )))
ანუ ჩვენებურად რომ ვთარგმნოთ არნავუტოვიჩი გვარად არის ალბანელიშვილი ან ალბაბელისძე )))
ზაზა
15 ივნისი 2021 18:02
12
Sul ar vamtyuneb arnas egeni martla tutucebi uzrdelebi arian aq rac ikadrez preskofereciaze ise chvenebs rautxari tore magati sablatao sadaris
Iberia
15 ივნისი 2021 15:41
0
ამას,თავი მართლაც იბრა ჰგონია.თანაც სულელი.
სოსო
15 ივნისი 2021 15:08
12
გაბრაზდებოდა აბა რა იქნებოდა ალიოშკა
dasu
15 ივნისი 2021 14:39
0
ავსტრია საქართველოსაც ადვილად დაამარცხებდა.
კოტე
15 ივნისი 2021 14:34
14
კიტე კვარა ჩაკვე წიტა და მიქაუტაძე შეთამაშდნენ წესივრად და ვინ ვის მოუგებს მაგას დაინახავ შენც და შენისთანებიც
რომა
15 ივნისი 2021 16:05
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული