მაკედონიელები ჩივიან, არნაუტოვიჩი ბოდიშს იხდის - სკანდალი ევროზე

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა "ინსტაგრამის" საშუალებით მაკედონიელი ფეხბურთელების მიმართ გამოთქმული უხეში სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

"ემოციების მოზღვავებისას რამდენიმე უხეში სიტყვა ვთქვი, რის გამოც ბოდიში მინდა მოვიხადო - განსაკუთრებით, ალბანელი და მაკედონიელი მეგობრების წინაშე. ერთი რამ პირდაპირ მინდა განვაცხადო - მე რასისტი არ ვარ. მეგობრები თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს და მრავალფეროვნების წინააღმდეგ არ გამოვდივარ. ვინც მიცნობს, ამის შესახებ ყველამ იცის", - დაწერა არნაუტოვიჩმა.

მატჩის შემდეგ სერბული წარმოშობის არნაუტოვიჩს ბრალს ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელების შეურაცხყოფაში სდებდნენ. მედიის განცხადებით, ავსტრიის ნაკრების ფორვარდმა მესამე
გოლის შემდეგ ეთნიკურად ალბანელი აგზონ ბეიტულაი და ეჟჯან ალიოსკი შეურაცხყო.

ავსტრიამ მაკედონიას 3:1 მოუგო, მესამე გოლი სწორედ არნაუტოვიჩმა გაიტანა და სხვადასხვა ფრაზასთან ერთად ყვიროდა, რომ მთელი მაკედონიის ყიდვა შეეძლო, გუნდის კაპიტანი დავიდ ალაბა კი მისი პირის დაფარვას ხელით ცდილობდა, რათა სკანდალისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ვერ მოახერხა.

მეორე მხარეს კი მაკედონიელებმა უეფას მიმართეს და შემთხვევის გამოძიება მოითხოვეს. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ სარჩელს ამზადებს.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
არნაუტოვიჩზე ქართველი ფეხბურთელებიც ამბობდნენ როცა ავსტრიას ფრე ვეთამაშეთ,შეურაცყოფას გვაყენებდაო!
kaxa
12:41 16-06-2021
0
მერე მაგაში გასაბრაზებელი რაა? თუ ნამოხვანჰესს ავაშენებ მაკედონიაშიო მაშინ ხო..
ისე მართლა რო იყოდოს და ყველა გაადეპორტოს :)
Levani
09:03 16-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული