"რუსეთთან ფრეზე კი არა, მოგებაზე ვითამაშებთ" - ამბობს ფინელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან მატჩის წინ ფინეთის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი იონი კაუკო ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"დანიელების ძლევის შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ. ჩვენც და რუსეთსაც დიდი თამაში გველის. განსაკუთრებით, პირველი ტურის შეხვედრების შედეგების გათვალისწინებით.

ადვილი არ იქნება, მაგრამ ისევე ვიბრძოლებთ, როგორც დანიასთან და გამარჯვებას შევეცდებით. ჩვენი მიზანი მუდამ მოგებაა, რუსეთთან ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ", - განაცხადა კაუკომ პრესკონფერენციაზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმე იტყვის,რომ წასაგებად ვითამაშებთო?რა აზრი აქვს,ასეთ კომენტარებს?!
სოსო
11:58 16-06-2021
0

სიახლეები პოპულარული