უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

პარაშუტისტის სახიფათო დაშვება პირდაპირ "ბაიერნის" მოედანზე [VIDEO]

AutoSharing Option
ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენში "ბაიერნის" სახელობის მოედანზე გაიმართა, შეხვედრამდე კი მოულოდნელი რამ მოხდა. როდესაც ფეხბურთელები უკვე მოედანზე იმყოფებოდნენ და მატჩის მთავარი არბიტრის სასტვენს ელოდნენ, მათ თავზე ყვითელი პარაშუტისტი გამოჩნდა.

ის სტადიონს მიუახლოვდა, დაფრენის მიზანი კი ე.წ. შავი წერილი გახლდათ, სადაც ეწერა - "მოიშორეთ თავიდან ნავთობი".

Sportall.Ge


ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო, პილოტს კი მოედანზე დაჯდომა გაუჭირდა, რადგან ჰაერში სატელევიზიო კაბელს გამოედო. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე წამი ყველას ეგონა, რომ ის მოედანზე
დაჯდომას ვერ შეძლებდა და სადმე ტრიბუნაზე ჩამოვარდებოდა.


UEFA-მ დაადასტურა, რომ რამდენიმე პიროვნება დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. საფრთხე შეექმნა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს, დიდიე დეშამსაც. UEFA-ს განცხადებით, ისინი თავიანთ ადვოკატებს გაესაუბრებიან.

"გრინფისმა" სპეციალური ტვიტი გამოაქვეყნა და ევროს საავტომობილო სპონსორ "ფოლკსვაგენს" მიმართა. საწვავის შესახებ მიმართვა "ფოლკსვაგენს" რომ ეხებოდა, ამაზე პარაშუტზე დატანებული ლოგო "W" მეტყველებდა. ადამიანი, რომელმაც გზავნილის გამო სიცოცხლე რისკის ქვეშ ჩააგდო, პირველ ტაიმში გერმანელების საჯარიმოსთან დაეშვა და პირველი მას ანტონიო რუდიგერი შეხვდა.