უკრაინის ნაკრებში კონფლიქტზე წერენ - შევჩენკო ყველაფერს უარყოფს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყოველგვარი კონფლიქტი გამორიცხა.

"იცით, ასეთ ჭორებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ნაკრებში ბრწყინვალე ატმოსფეროა. უკრაინის ეროვნული გუნდი ყველასთვის ღიაა. გთხოვთ, შემოგვიარეთ. ყველა ჟურნალისტს ვუშვებთ, ინტერვიუზე უარს არ ვამბობთ. ცოტა ხნის წინ ჩვენ შესახებ კარგი ფილმიც გადაიღეს. კარი არ ჩაგვირაზავს და მოსამზადებელ ეტაპზეც ყველას ყველაფერი ვუჩვენეთ.

საიდუმლოები არ გვაქვს. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარიც არ მინდა, ამ ამბავზე, უბრალოდ, მეცინება. ბიჭები შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ", - თქვა შევჩენკომ "ველიკი ფუტბოლის" ეთერში.

უკრაინულ მედიაში
არსებული ინფორმაციით, ანდრეი იარმოლენკოსა და მარლოსს შორის კონფლიქტი მოხდა. იარმოლენკო მარლოსის ნიდერლანდების ნაკრებთან თამაშით უკმაყოფილო იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ყველა შეატყობდა მარლოსს უჯიგრო თამაშს.ეტყობა იარმოლენკოს ფლანგზე უნდა ჯიგარს თამაში.ასე რომ ალბათ მარლოსის ხანა დამთავრდა უკრაინის ნაკრებში.
Слава Украiне!
ბაბუაწვერა
15:38 16-06-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული