იტალია ყველას და ყველაფერს ბრდღვნის - შეაჩერებს ვინმე მანჩინის გუნდს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფში, იტალიამ საკუთარ მოედანზე შვეიცარია 3:0 დაამარცხა.

იტალიამ ზედიზედ 10 მატჩი საერთო ანგარიშით 31:0 მოიგო!

ტურნირის სტარტზე თურქეთის განადგურების შემდეგ საინტერესო იყო, როგორ წინააღმდეგობას გაუწევდა „სკუადრა აძურას“ შვეიცარია, რომელსაც ამჟამად ჩვენს მეზობლებზე უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს. ვერ გაუწია.

დაიწყო მატჩი და დაიწყო მასპინძელთა იერიშები: იმობილემ თავურით ბურთი ხარიხას გადააცილა, კიელინის გოლი არ ჩაუთვალეს და „სასუოლური“ გოლიც გავიდა - ლოკატელი-ბერარდი-ლოკატელის დიდებული კომბინაცია წარმატებით დაგვირგვინდა. მანჩინის გუნდმა შეტევები არ შეანელა - ინსინიემ და სპინაცოლამ ვერ გამოიყენეს მომენტები.
შვეიცარია კი, ფაქტობრივად, ვერაფერს ახერხებდა და სტატისტის როლში იყო. სამწუხაროდ, 24-ე წუთზე კიელინიმ ტრავმა მიიღო და აჩერბიმ შეცვალა.

მეორე ტაიმი ლოკატელის დუბლით დაიწყო და მატჩის ბედიც გადაწყდა. შვეიცარიამ 64-ე წუთზე, როგორც იქნა, პირველი მომენტი შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე დონარუმა. ამას იმობილეს ორი გაცუდებული მომენტი და ბოლოს მისივე გოლი მოჰყვა.

იტალიამ ევროპირველობაზე პირველმა მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური და 20 ივნისს უელსს უმასპინძლებს, ხოლო იმავე დღეს შვეიცარია ბაქოში თურქეთს დაუპირისპირდება.

რომი. „ოლიმპიკო“
იტალია - შვეიცარია 3:0
გოლები: 1:0 ლოკატელი (26), 2:0 ლოკატელი (52), იმობილე (89)

მკითხველის კომენტარები / 12 /
დიდი დიდი მეოთხედფინალში თუ გავიდა
გიო
22 ივნისი 2021 09:54
0
თქვენი არ ვიცი და მე პირველ თამაშში არც გერმანია მომეწონა და არც საფრანგეთი.
hhh
17 ივნისი 2021 14:29
2
ვუყურებ და ვტკბები,იტალიის თამაშით.თან კი მეშინია,1978 წლის ისტორია არ განმეორდეს.1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი,უპირველეს ყოვლისა,არგენტინა ჰოლანდიის გასაოცარი ფინალით და ზღაპრული დამატებითი დროით გვახსოვს,მაგრამ მანამდე ერთადერთი გუნდი,ვინც ჩემპიონატს ალამაზებდა,იტალიის ნაკრები იყო.ულამაზესი,მუდამ შეტევისაკენ მიმართული თამაშით,რობერტო ბეტეგას მეთაურობით,შეტევაში.მართლაც ბრწყინვალე ნაკრები იყო,მაგრამ ბოლომდე გამძლეობა არ ეყოთ და ჯერ ნახევარფინალში,შესანიშნავი პირველი ტაიმის შემდეგ დაიღალნენ და წააგეს,შემდეგ კი,მესამე ადგილისათვის მატჩშიც, ასევე მეორე ნახევარში აღარ ეყოთ ძალა.სამაგიეროდ უკვე მომდევნო,1982 წლის ჩემპიონატზე,გუნდი ჯგუფურ ეტაპზე უბრალოდ დაღოღავდა,სამ თამაშში სამი ფრე და ბურთები 2-2.კუვეიტის ნაკრებს მხოლოდ იმითი აჯობა და გადავიდა პლეი ოფში,რომ კუვეიტელებს,ბურთების ბალანსი,1-1 ჰქონდათ,თუმცა ძალიან სანახაობრივ თამაშს თამაშობდნენ.თუმცა დაიწყო პლეი ოფი და იტალიამ გარდასახვა განიცადა.მხოხავი ფეხბურთელები,ერთბაშად ფრინველებად გადაიქცნენ და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.არ ვიცი, ამ ჩემპიონატში რა ადგილს დაიკავებს,იტალია.მაინც ვფიქრობ,რომ ბოლომდე ამ ფორმას ვერ შეინარჩუნებენ და ჩემპიონები ვერ გახდებიან,მაგრამ ევროპის ჩემპიონობას, არც არასდროს ესწრაფოდნენ ნამეტნავად,მათთვის მთავარი,მსოფლიოს ჩემპიონატებია და ახლაც საიქაოდ ემზადებიან.იქ იტალია კიდევ უფრო ძლიერი და გამოცდილი მივა.საფრანგეთის მოთოკვა,მგონი მხოლოდ მათ შეუძლიათ.თავის დროზე იტალიის ნაკრების მეკარეს და კაპიტანს,დინო ძოფს,კარის მშრალად შენახვის რეკორდი ეკუთვნოდა და მგონი 1071 წუთი იყო.ახლა,იტალიელთა მეკარე დონა რუმას(მგონი სულ ის დგას იტალიის ნაკრების კარში,არა?),უკვე 10 მატჩი აქვს 0-ზე დამთავრებული,ამას დავუმატოთ,იმ მატჩის უგოლო წუთებიც,როცა იტალიამ ბოლოს გაუშვა გოლი და ამ რეკორდის დამხობამდე,ბევრიც აღარ უნდა ეკლდეს.ძალიან მინდა ეს რეკორდი გაუმჯობესდეს.იტალიის ეს ნაკრები,იმსახურებს,ამას.
სოსო
17 ივნისი 2021 13:19
0
საფრანგეთი შეაჩერებს!! გერმანიას 3 გოლი გაუტანეს!! სად გერმანია და სად შვეიცარია ან თურქეთი
giorgi
17 ივნისი 2021 13:18
16
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ საფრანგეთმა შეაჩერებს ან გერმანია !!!
vvvvv
17 ივნისი 2021 13:14
11
ეს ვითომ გრანდი, ფინთიკრუშკა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი!!! ერთ ძლიერ გუნდთან შეხვედრა და გაიხსენებენ კატენაჩოს. ;)
ქუთაისელი
17 ივნისი 2021 12:53
13
სიმპატიური გუნდია, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა.
ჯუანშერი
17 ივნისი 2021 12:09
1
თუ ისტორიამ რამე გვასცწავლა არის ის რომ, იტალია ესე კარგად როდესაც იწყებს ბოლომდე არ ყოფნის ხოლმე ძალა. არ არის აუცილებელი ისტორია ყოველთვის გამეორდეს, ასე რომ ვნახოთ ვნახოთ...
მე არ ვარ რობოტი
17 ივნისი 2021 12:06
2
მეტისმეტი მოსდით იტალიელებს, ცოტა მოზომილად თუ არ ითამაშეს, გადაიწვებიან და პლეი-ოფში ისე მოულოდნელად შეიძლება წააგონ, აზრზე ვერ მოვლენ.
lado
17 ივნისი 2021 11:38
4
მეტი შეეძლოთ მეტი კიდე 2საც გაიტანდნენ
me
17 ივნისი 2021 10:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული