იტალია ყველას და ყველაფერს ბრდღვნის - შეაჩერებს ვინმე მანჩინის გუნდს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფში, იტალიამ საკუთარ მოედანზე შვეიცარია 3:0 დაამარცხა.

იტალიამ ზედიზედ 10 მატჩი საერთო ანგარიშით 31:0 მოიგო!

ტურნირის სტარტზე თურქეთის განადგურების შემდეგ საინტერესო იყო, როგორ წინააღმდეგობას გაუწევდა „სკუადრა აძურას“ შვეიცარია, რომელსაც ამჟამად ჩვენს მეზობლებზე უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს. ვერ გაუწია.

დაიწყო მატჩი და დაიწყო მასპინძელთა იერიშები: იმობილემ თავურით ბურთი ხარიხას გადააცილა, კიელინის გოლი არ ჩაუთვალეს და „სასუოლური“ გოლიც გავიდა - ლოკატელი-ბერარდი-ლოკატელის დიდებული კომბინაცია წარმატებით დაგვირგვინდა. მანჩინის გუნდმა შეტევები არ შეანელა - ინსინიემ და სპინაცოლამ ვერ გამოიყენეს მომენტები.
შვეიცარია კი, ფაქტობრივად, ვერაფერს ახერხებდა და სტატისტის როლში იყო. სამწუხაროდ, 24-ე წუთზე კიელინიმ ტრავმა მიიღო და აჩერბიმ შეცვალა.

მეორე ტაიმი ლოკატელის დუბლით დაიწყო და მატჩის ბედიც გადაწყდა. შვეიცარიამ 64-ე წუთზე, როგორც იქნა, პირველი მომენტი შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე დონარუმა. ამას იმობილეს ორი გაცუდებული მომენტი და ბოლოს მისივე გოლი მოჰყვა.

იტალიამ ევროპირველობაზე პირველმა მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური და 20 ივნისს უელსს უმასპინძლებს, ხოლო იმავე დღეს შვეიცარია ბაქოში თურქეთს დაუპირისპირდება.

რომი. „ოლიმპიკო“
იტალია - შვეიცარია 3:0
გოლები: 1:0 ლოკატელი (26), 2:0 ლოკატელი (52), იმობილე (89)

მკითხველის კომენტარები / 12 /
დიდი დიდი მეოთხედფინალში თუ გავიდა
გიო
09:54 22-06-2021
0
თქვენი არ ვიცი და მე პირველ თამაშში არც გერმანია მომეწონა და არც საფრანგეთი.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული