ვიეირას იტალია არ მოსწონს და ფავორიტად არ მიიჩნევს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების თამაში საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირამ შეაფასა.

"ვფიქრობ, იტალიას პირველი ორი მატჩი ადვილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, უნდა დაამარცხო ის, ვინც შენ წინააღმდეგ მოედანზე გამოდის, მაგრამ მე ჯერ კიდევ ეჭვი მეპარება ამ გუნდის შესაძლებლობებში, რომ მთელი გზა ბოლომდე გაიაროს.

ვთვლი, რომ იტალიელები არასაკმარისად ინტენსიურად თამაშობენ, მძლავრად და სწრაფად, შეტევაში არასაკმარისად მწვავედ. ასე რომ, მე დაველოდები. ჯერ ძალიან ადრეა, იტალია ტურნირის მოგების პრეტენდენტად განვიხილოთ", - განაცხადა ვიეირამ ITV Football-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Gadasarevi gundia magram..safrangetis tamashs tu uyures yvelafriss xaliss dakargavnen.


Milani
02:45 18-06-2021
5
არ ვყოფილვარ იტალიის გულშემატკივარი არასოდეს, მაგრამ თუ გამართული და შემტევი ფეხბურთი გიყვარს, ამაზე მეტს ვერ მოითხოვ. თან აშკარად არაიტალიური სტილი, 3 შემტევი და ფიზიკურად ბოლომდე თამაში. 3 ბურთი გაეტანოს ზედიზედ ორ თამაშში, ასეთი რამ საუკეთესო წლებშიც არ მომხდარა. თუ ასე გააგრძელეს, გრიალით გავლენ ფინალში და ალალიც იქნება მათზე
: )))))))
18:38 17-06-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული