უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

დანიელები რუსებს დამარცხებით და სახლში გასტუმრებით ემუქრებიან

AutoSharing Option
21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში, უკანასკნელ ტურში, დანიის ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს. დანიელები უქულოდ არიან და გამარჯვების დიდი იმედი აქვთ. მატჩის წინ Sport.tv2.dk-სთან კომენტარები მწვრთნელმა კასპერ იულმანდმა და თავდამსხმელმა იუსუფ პოულსენმა გააკეთეს:

იულმანდი: "რუსებსაც რაღაც ეხერხებათ. ფეხბურთის თამაში იციან. რთულ შეხვედრას ველით. მათ ფრე აწყობთ. მიხარია, რომ სანკტ-პეტერბურგში კი არა, კოპენჰაგენში ვითამაშებთ.

დავიღალე იმის ლაპარაკით, რომ კარგად ვასპარეზობთ, მაგრამ ვმარცხდებით. უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ".

პოულსენი: "მხოლოდ მოგებას ველი. ეს ერთადერთია, რაც შეიძლება ჯგუფიდან გასვლაში დაგვეხმაროს. თუ ისეთი გუნდი ვერ დაამარცხე,
როგორიც რუსეთია, მაშინ შემდეგ ეტაპზე გასვლას არ იმსახურებ. ჩვენ მიზნის მიღწევა შეგვიძლია".