უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

კოკემ ვან დერ ვაარტს დამცინავად უპასუხა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა კოკემ ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ კაპიტან რაფაელ ვან დერ ვაარტის კრიტიკას მკვახედ უპასუხა და დამცინავი კომენტარი გააკეთა.

"ვან დერ ვაარტი დიდების მოპოვების მომენტს ელოდება და მიაღწია კიდეც. მეს ის 2010 წლის მუნდიალის ფინალიდან მახსოვს. ფოტოზე, რომელშიც ინიესტას გოლია აღბეჭდილი, ისიც კარგად მოჩანს...

ჩვენ მის სიტყვებს დავიმახსოვრებთ, ეს ჩვენ მოტივაციას შეგვმატებს. ვერ ვიტყვი, რომ ჩავინიშნავთ ან გასახდელის დაფაზე გამოვაკრავთ, ნიდერლანდების ნაკრებს თუ შევხვდებით, აუცილებლად გვემახსოვრება", - თქვა კოკემ.

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2020-ზე შვედეთისა და პოლონეთის ნაკრებ
გუნდებთან ფრედ ითამაშა. რაფაელ ვან დერ ვაარტმა კი ესპანელთა სტილს მოსაბეზრებელი უწოდა, მხოლოდ ერთი მხრიდან მეორე მხარეს აკეთებენ პასებსო...

აი, კოკეს რაც შეეხება, ვან დერ ვაარტმა მუნდიალის ფინალში მაინც ითამაშა და ის ჯერ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან ვერ გასულა...

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ