ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე მიმდინარეობს და ყველა გრანდი მონაწილეობას აგრძელებს.
ზოგიერთი ქვეყნის ნაკრებისგან (ინგლისი, ესპანეთი) უფრო მეტად დამაჯერებელ თამაშს ველოდით, ხოლო რამდენიმეს (იტალია, ნიდერლანდები) ძალიან წარმატებული და სტაბილური ჯგუფური ეტაპი ჰქონდა.
პლეი-ოფის შეხვედრები სხვა სტატუსის მატარებელია და ჯგუფში ნაჩვენები შედეგები აქ გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს.
თქვენ რომელ ნაკრებს გულშემატკივრობთ და ვინ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს?!
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
ჩემპიონი მგონი 1/4 ფინალში გაირკვევა, იტალია ბელგიას შორის.