ტანში ჟრუანტელი რომ დაგივლის - უნგრეთის ნაკრების კაპიტნის სიტყვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 23 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, უნგრეთის ნაკრები გერმანიას ეომა და რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, გუნდის კაპიტან ადამ სალაის სიტყვები იყო, რომელიც ნამდვილი ლიდერია და გუნდის დაქოქვა არ უჭირს...

არ ვიცით რა უთხრა ადამმა გუნდელებს გერმანიასთან თამაშის წინ, სამგიეროდ ვიცით როგორ მიმართა მათ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩის (ისლანდიასთან) დაწყების წინ...

"აქ მოხვედრა ძალიან გვინდოდა და აი, აქ ვართ. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩია. 8 საათში სახლებში ვიქნებით. ხედავთ, კორონავირუსის გამო ადამიანები სამსახურებს კარგავენ, კორონავირუსის გამო ადამიანებს
უფრო ნაკლებს უხდიან, ჩვენ კი 90 თუ 120 წუთში ამ წლის შეცვლა შეგვიძლია.

ეს ჩვენთვის ზეწოლა არ უნდა იყოს, პირიქით - ეს შანსი და სიხარულია. ამ 120 წუთის განმავლობაში ყველა ჩვენგანს აქვს სამსახური, რომლითაც მთელი წლის შეცვლა შეგვიძლია, მთელი წლის, გესმით!! ამ თამაშს თვალს 14 მილიონი უნგრელი მიადევნებს და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია! როგორ მივაღწევთ ამ მიზანს?! როგორ და დღეს არცერთი ჩვენგანი არ დაიღლება! არცერთი ჩვენგანი არ წააგებს ორთაბრძოლას! მიწაზე არცერთი ჩვენგანი არ დაეცემა!

დღეს მინდა ვნახოთ, რომ ჩვენ გლადიატორები ვართ! რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა მოხდეს, არ დავიღლებით! და ვინც სათადარიგოთა სკამზე რჩებიან, ისინიც წყვეტენ მატჩის ბედს! წინ, უნგრელებო!!!"

მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალია, ძველი ჩანაწერია. ეს ჩვენ რომ მაკედონიას ვხვდებოდით, იმ დღისაა. და მართლაც მატჩის ბოლოს შეძლეს გამარჯვების მოპოვება. პუშკაშის და ჰიდეგკუტის მერე, ფლორიან ალბერტი და ბენე მახსოვდა 1966 წლიდან. ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო დაჭირდათ, რომ ისევ შედარებით ნორმალური გუნდი შეეკრათ. ასეთი გულანთებული კაპიტანი ბევრი არ მინახავს, საღოლ!
alexandre
12:46 25-06-2021
1
5 0 ............
ჯეკო
18:21 24-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული