გასკდნენ გულზე - უკრაინის პლეი-ოფში გასვლამ რუსები გააღიზიანა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე უკრაინა მესამე ადგილით 1/8-ფინალში გავიდა, რუსეთი კი ჯგუფში ჩარჩა და თავს იმითღა იმშვიდებენ, რომ მეოთხეადგილოსნებს შორის საუკეთესონი არიან.

თავად უკრაინელები ავსტრიასთან წაგების შემდეგ პროგნოზებისგან თავს იკავებენ. მხოლოდ მეკარე ანდრეი პიატოვმა თქვა, რომ შეუძლიათ და უნდა სძლიონ შვედეთს. ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელის, იოჟეფ საბოს აზრით, ასეთი თამაშით უშანსოდ არიან. უფრო კატეგორიული იყო მათი ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი კუნიცინი.

"ჩვენს ნაკრებს 40 მილიონი ადამიანი გულშემატკივრობს. დიახ, იმედგაცრუებული ვართ. ბიჭები დონბასში ომობენ... ბიჭები სანგრებში უჭერდნენ მხარს გუნდს. ისინი ათიათასობით
არიან. შესაძლოა, მოთამაშეები დონბასში წაგვეყვანა. ეს პატრიოტიზმს შემატებს", - განაცხადა ავსტრიასთან ნამატჩევს კუნიცინმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლას სოციალური ქსელით შეეხმიანა:

"როგორც ჩანს, საფეხბურთო ფორტუნამ ყველაფრისთვის ვალი დაგვიბრუნა, როდესაც ჩვენ მიმართ უსამართლო იყო. გავიხსენოთ თუნდაც ევრო 2012-ზე ინგლისის კარში ჩაუთვლელი გოლი. ამიტომ დღეს შემდეგ ეტაპზე გამართლებით, მაგრამ ნამდვილად სამართლიანად გავდივართ.

ჩვენს ბიჭებს შანსი გაუჩნდათ დაამტკიცონ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ მოთელვას გავდიოდით და დარწმუნებული ვარ, მერვედფინალში აჩვენებთ თქვენს ჭეშმარიტ ფეხბურთს, მაგარ ფეხბურთს, რომელსაც ყველა მივეჩვიეთ.

გვჯერა თქვენი. გვჯერა უკრაინის".

რაც შეეხება რუსებს, იხტიბარს არ იტეხენ და ამბობენ, რომ მეზობლებს მათზე უკეთესი გუნდი არ ჰყავთ. აი, რა ბრძანა ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა:

"უკრაინა ახლა ჩვენზე ძლიერი არაა. ამის დადგენა მხოლოდ პირად შეხვედრაში შეიძლება. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, სისულელეს ლაპარაკობს. ყველა ეს საერთაშორისო რეიტინგი არაფერს ნიშნავს".

სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა დმიტრი სვიშევმა წინადადება წამოაყენა, რუსეთსა და უკრაინას შორის უძლიერესის გამოსავლენად ამხანაგური მატჩი ჩაატარონ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რლდპ-ის პარტიიდან, იგორ ლებედევმა, უფრო შორს შეტოპა:

"მიმიფურთხებია უკრაინის ნაკრებისთვის. ფეხებზე მკიდია, რაც მათ ფორმაზეა გამოსახული. არ მაინტერესებს, გავიდნენ თუ არა პლეი-ოფში. რუსეთის გუნდს უკრაინას იდიოტები ადარებენ. რაში მაინტერესებს უკრაინა? ბოლო მატჩში ავსტრიელებმა მოედანზე ათრიეს. რა არის მათში განსაკუთრებული? დიადი რუსეთი და გაურკვეველი ოკრაინა".

სანკტ-პეტერბურგში პოლონეთის ნაკრებთან დუბლის შემსრულებელმა, შვედმა ემილ ფორსბერგმა განაცხადა, რომ საჭიროა ამ სტადიონს სახელი გადაარქვან და "ფორსბერგ არენა" დაარქვან; ძალიან გაუმართლათ, რომ 1/8-ფინალში მეტოქედ ხორვატია და ბელგია კი არა, არამედ უკრაინა შეხვდათ და შემდეგ ეტაპზე გასვლა მართებთ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ისე სწორად თქვა მაგათმა პრეზიდენტმა"გაგვიმართლა,მაგრამ სამართლიანად".არ იმსახურებდა,მაგრამ ვფიქრობ ვისაც გაასწრო,იმათ ნამდვილად სჯობს.
გაგა
25 ივნისი 2021 17:56
1
Slava Ukraine, Geroiam Slava!
გამარჯვება ვუსურვოთ ძმებს შვედებთან
გიორგი 50
25 ივნისი 2021 14:10
4
რუსულ ტექსტს წერ ინგლისური ასოებით და თანაც უკრაინელებზე.... აი ძაან სამარცხვინოა
თხა და გიგო
25 ივნისი 2021 17:29
11
რუსეთი და თურქეთი იყო 2 ყველაზე ფარჩაკი გუნდი ამ ევროზე
შაკო
25 ივნისი 2021 13:57
1
უკრაინას რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობდი, მაგრამ რას აკეთებდნენ მოედანზე, განძრევა ეზარებოდათ, ბოლო წუთებში გოლი სჭირდებოდათ და კაცი არ მოძრაობდა რომ ბურთის მისაღებად გახსნილიყო
ჩრ. მაკედონია და უკრაინაც
25 ივნისი 2021 14:55
1
დვა ბრატა ოდინ .უი დრუგოი ლოპატა ))))))
vvvvv
25 ივნისი 2021 14:04
1
არ იმსახურებდნენ, გაძვრნენ...უსუსური ნაკრებია, სუსტი
გიორგი
25 ივნისი 2021 13:31
2
Dumis deputatis komentari rogor mogeconat? Da aset xalxtan kavshiri agvashenebs chveno. Chvens rainds achvenet am rusi raindis komentari, mainteresebs misi azri
Milani
25 ივნისი 2021 13:29
5
ჯერ ერთი რუსების ფეხბურთი არ გაიშვა და უკრაინაც ეშვება ქვევით უკვე ისე ეტყობა თუმცა უკრაინამ კაი დასვენებულზე შეიძლება კი გაგორდეს მეოთხედ ფინალში .
dato
25 ივნისი 2021 11:56
3
ეჰ, მარტო დასვენება რომ შველოდეს საქმეს, ჩვენ უცვლელი ჩემპიონები უნდა ვიყოთ, ჩემო ძმაო...
ვოოტ
25 ივნისი 2021 13:53
2
მეოთხეადგილოსნებს შორის საუკეთესო გუნდის სტატუსზე თუ აქვთ პრეტენზია (დიდებული დამამშვიდებელი კი გამოუჩხრეკავთ), მაშინ უკრაინას კი არა, უნგრეთს, პოლონეთს, შოტლანდიას, თურქეთსა და მაკედონიას გაეჯიბრონ ამხანაგურად და თუ რომელიმეს მოუგეს, ეგებ, ვინმემ დაუჯეროს... თუ არადა, საუკეთესო ოცდამეოთხეადგილოსნობას ვინ შეეცილება?!...
ვოოტ
25 ივნისი 2021 11:48
2
გავიდნენ თორე მაგათაც დაგლიჯეს ყველაფერი.. რომ იტყვიან გაათრიეს! ყოფნა არ ყოფნა,მაგათზეა ზუსტად ნათქვამი.
სიმართლეს გაუმარჯოს!
25 ივნისი 2021 10:56
26
საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი რომ რუსებსაც მოუგოს და ურკაინასაც.
არცერთს არ ყავს ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას დონის შემოქმედებითი და ტექნიკური მოთამაშე. მიქაუტაძეს უმაღლესი კლასის თავდამსხმელი დადგება, აი ვნახოთ წიტაიშვილი რა ფეხბურთს თამაშობს.
მოკლედ გვაქვს შანსი თუ სწორი მიდგომა იქნება კარგი ნაკრები დავდგეთ :)
las
25 ივნისი 2021 09:18
17
ისე უკრაინელებს ჟილკა აკლიათ რაა. 40 მილიონიანი ქვეყანაა ძაან მარტივად თმობენ ყველაფერს. წარმომიდგენია ჩვენრო ამდენი ვიყოთ რეებს დავატრიალებდით
123
25 ივნისი 2021 01:53
13
დაატრიალეთ 88-93წლებში, 2008 წელს.
ბაქიების ბანდა
25 ივნისი 2021 11:02
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული