უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

რონალდოს პელემ მიულოცა და ბოთლი გაარტყეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან მატჩში (2:2) პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რონალდომ დუბლი შეასრულა, ეროვნულ გუნდში 109-ე გოლი გაიტანა და მსოფლიოს რეკორდსმენ ალი დაეის დაეწია. მიღწევა კრიშტიანოს ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ მიულოცა.

"მორიგ რეკორდს გილოცავ. შენ გგულშემატკივრობ!", - წერს პელე თავის "ინსტაგრამზე".

გოლის ზეიმისას რონალდოს ბოთლი გაარტყეს, რაც RMC Sport-მა დააფიქსირა. შეგახსენებთ, უნგრეთთან ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მან მაგიდაზე ტურნირის სპონსორ "კოკა კოლასა" და წყლის ბოთლები გასწია, რამაც რეზონანსი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ