გერმანია ძლეულია - ინგლისი ნაკლებად თვალისმომჭრელად, მაგრამ გოლგაუშვებლად მიიწევს მიზნისაკენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ინგლისმა გერმანია 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ორივე გუნდი თავიდანვე ფრთხილობდა, ბევრი იყო ბრძოლა, ცოტა მომენტი. ყველაზე კარგი შანსი გერმანელთა თავდამსხმელ ვერნერს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ინგლისელთაგან თამაშს მხოლოდ სტერლინგი ამწვავებდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მის მიერ წამოწყებული კონტრიერიშის შედეგად, როდესაც მიულერის შეცდომით ისრგებლა, ნოიერთან პირისპირ კეინი გაიჭრა. თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ჰუმელსმა ვარდნაში ბურთი აართვა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გერმანიამ შეუტია და ჰავერცის უძლიერესი დარტყმული ბურთი პიკფორდმა ლამაზ ნახტომში
მოიგერია. თუმცა, უნდა ითქვას, დარტყმა იკითხებოდა, შორიდან შესრულდა და მეკარე იქვე იდგა. აქედან მოყოლებული, მოედანზე ერთგვარი შტილი ჩამოდგა, ორივე გუნდი გარისკვას ერიდებოდა და მეტოქის შეცდომის მოლოდინში იყო.

75-ე წუთზე თავისივე წამომწყებული კომბინაცია სტერლინგმა დააგვირგვინა და „სამი ლომი“ წინ გაიყვანა. ეს რაჰიმის მესამე გოლია მიმდინარე ტურნირზე და აღსანიშნავია, რომ ინგლისელთაგან გოლები აქამდე მხოლოდ მან გაიტანა.

სტუმრები მდევრის როლში აღმოჩნდნენ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარისკვა მართებდათ და მალე ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიიღეს - მიულერი გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ, მალე კეინმა გრილიშის პასი მიიღო, ბურთს ნოიერის კარში მიუჩინა ადგილი და ინგლისმა გერმანია დიდი ტურნირის პლეი-ოფში 1966 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

გერმანია კი 2004 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ევროპირველობის 1/4-ფინალში და ამით დასრულდა ბუნდესგუნდში ლიოვის 15-წლიანი ერა.

ინგლისი მეოთხედფინალში შვედეთსა და უკრაინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლონდონი. „უელსი“

ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (75), 2:0 კეინი (85)

altინგლისმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, ხორვატიამ მეორე - D ჯგუფიდან 3 გუნდი გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
55 წელი ელოდა ინგლისის გულშემატკივარი ამ გამარჯვებას... ვულოცავ!!!
tngh
30 ივნისი 2021 12:51
3
ლიოვი ჩაგდებული 2018წლის მსოფლიოს მერე უნდა წასულიყო, მშვენივრად ჩანდა იქვე რომ აღარ მუშაობს მაგის ფეხბურთი
dato
30 ივნისი 2021 09:39
0
ასეთი უმოტივაციო გერმანია პირველად ვნახე, ბრძოლის არანაირი სურვილი არ იგრძნობოდა არც ერთ მათგანში
მამუკა
30 ივნისი 2021 06:18
0
ინგლისი ფინალშია ჩემპიონი ესპანეთია
912
30 ივნისი 2021 02:39
11
ინგლისია ჩემპიონი ! სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი! ის ვინც ყველაზე ძლიერია ხშირად ჩემპიონი ვერ ხდება. ამას იტალიაზე ვამბობ. პირად პორტუგალიას ვქომაგობდი
დავით 67
30 ივნისი 2021 17:16
3
ჯერჯერობით საუკეთესოა იტალია. ობიექტურად მაგათ ეკუთვნით. ინგლისი ასეთი ფეხბურთით მწარედ შერცხვება იტალიასთან
????
30 ივნისი 2021 09:48
3
ყველა გამოხმაურება
გერმანიას დანატრებული საქართველო გლოვობს უნტერ- ხახინგებს
Vai
30 ივნისი 2021 02:17
3
რაო გერმანიის ქვრივები როგორა ხართ
Xox
30 ივნისი 2021 02:08
6
ამ ლიოვმა საკუთარი განავლის ცხვირში ტენვა რომ დაიწყო მაშინ უნდა გაეშვათ და დღეს ისვ მწვერვალზე იქნებოდნენ.
hhh
29 ივნისი 2021 23:34
4
მთელი ხუთი წელი ლიოვი თავისი აშენებულის ნგრევით იყო დაკავებული,დღეს ამ ყველაფრის ლოგიკური შედეგი დადგა.ინფლისი კი მაოცებს,მგონი სერიოზულად ფიქრობენ ამ ტურნირის მოგებას...
master
29 ივნისი 2021 22:41
1
მგონი ეს გუნდი უფრო ფლიკმა ააშენა ლიოვმა კი გაანადგურა,საერთოდ გერმანელებს სჩვევიათ გადაბერება,მიწაზე გართხმა,მერე ფეხზე წამოდგომა და გაძლიერება
გულშემატკივარი
30 ივნისი 2021 10:03
0
ვინც უფრო დიდი ერია იმან გაიმარჯვა, დაუსვა გერმანულ განდიდების მანიას წერტილი.
Pativiscemit.
29 ივნისი 2021 22:37
30
ეგ დიდი ერი ბოლოს როდის გახდა მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონი, თუნდაც ნახევარფინალში როდის იყო, გახსოვს?
:D
30 ივნისი 2021 21:35
0
საბოლოოდ რომელიც უფრო დიდი ერია იმან გაიმარჯვა. დაუსვა გერმანულ განდიდების მანიას წერტილი
Pativiscemit.
29 ივნისი 2021 22:36
24

სიახლეები პოპულარული