Слава Україні! - პლეი-ოფში ძლივს გასულმა უკრაინამ შვედეთს სძლია და 1/4-ფინალში ინგლისს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში უკრაინამ შვედეთი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა ანდერსონმა წინა მატჩთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ისაკს თავდასხმაში კულუსევსკი შეუწყვილა. რაც შეეხებ უკრაინას, მისმა თავკაცმა შევჩენკომ ავსტრიასთან წაგების შემდეგ რამდენიმე არასტანდარტული სვლა გააკეთა: მატვიენკო დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენა, ცენტრში ზაბარნისთნ ერთად - კრივცოვი; ნახევარდაცვაში მალინოვსკი სტეპანენკოთი შეცვალა, რომელსაც უკან სიდორჩუკი გაუმწესა, შეტევის მარცხენა ფლანგზე კი შაპარენკო ვიხილეთ. შევჩენკომ თქვა, რომ პროგრამა-მინიმუმი უკვე შეასრულეს და თუ წინსვლას გააგრძელებდნენ, ეს ბონუსი
იქნებოდა. სხვათა შორის, მან აღიარა, რომ გუნდი გადაიღალა და ავსტრიასთან სუსტი თამაში ამის ბრალი იყო. მას შემდეგ უკრაინას აღდგენისთვის 8 დღე ჰქონდა და ეს ნათლად გამოჩნდა კიდეც.

უკრაინამ შვედეთის სასტარტო იერიშები მოიგერია, იქით შეუტია, იარმოლენკოს პასი იარემჩუკმა მიიღო, ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ოლსენი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. 27-ე წუთზე იარმოლენკომ ამჯერად გადაცემა ზინჩენკოს გაუკეთა და მან ანგარიში გახსნა. სწორედ იმ ზინჩენკომ, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე არაფრით გამოუჩენია თავი. სლავები თამაშს მშვიდად აკონტროლებდნენ, მაგრამ „ტრე კრუნურმა“ ანგარიში ავტოგოლით გაათანაბრა - ფორსბერგის დარტყმული ბურთი ზაბარნის მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ბუშანის კარში გავიდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით წარიმართა და უფრო თვალსასეირო გახდა - ჯერ სიდორჩუკმა გაარტყა ბურთი ძელს, ხოლო მერე ფორსბერგმა. სკანდინავიელები თანდათან ინიციატივას დაეუფლნენ, უფრო აგრესიულად შეუტიეს. კულუსევსკის გატანა ბუშანმა არ დაანება, ფორსბერგის დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა. სადღაც 75-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, ტემპიც დაეცა, გუნდები ფრთხილობდნენ, თითქოს დამატებით დროზე იყვნენ თანახმა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. მწვრთნელებმა ცვლილებები განახორციელეს. 97-ე წუთზე ბესედინს დანიელსონი ეუხეშა. მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გააძევა, ანდერსონის გუნდი კაცნაკლული დარჩა და დაცვაში ჩადგა. ბესედინმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ციგანკოვმა შეცვალა. დარჩენილ დროში შვედეთი თავს ორგანიზებულად იცავდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ზინჩენკოს აწეულ ბურთზე დოვბიკმა ცენტრალურ მცველებს დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა.

3 ივლისს, რომში, მეოთხედფინალში, უკრაინა ინგლისს დაუპირისპირდება.

გლაზგო. „ჰემპდენი“

შვედეთი - უკრაინა 1:2
გოლები: 0:1 ზინჩენკო (27), 1:1 ფორსბერგი (43), 1:2 დოვბიკი (120+1)
გაძევება: დანიელსონი (97)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზინჩენკო დაასახელეს, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
. დოვბიკი 106-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 120+1-ეზე გაიტანა - ეს ნაკრებში ჩატარებულ მესამე მატჩში მისი პირველი გოლია.
. დოვბიკის გოლი ტურნირის ისტორიაში გამარჯვების მომტანთა შორის ყველაზე გვიანია.
. ევრო 2020-ზე 1/8-ფინალში 4 დამატებითი დრო დაინიშნა, რაც რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ სპირტი და პოლიტიკა ერთმსნეთისგან გამიჯნულია!ძაან ბევრი დამთზვევა ხდება ყარაბახის მაგალითი ავიღოთ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირისთვის ჭირდებოდათ! Ეხლაც როგორც კი ამერიკელებმა ჩაიცვეს უკრაინული მაისურები და მხარდაჭერა გამოუცხადეს ეგრევე ვიფიქრე "უკრაინის ნაკრები ამ ევროპაზე "შორს" წავათქო და დავდე ფული უკრაინის ნაკრების ნახევარფინალში გასვლაზე სამწუხაროდ ბევრი ფული არ მქონდა თორემ დავდებდი!
ნიკა
01 ივლისი 2021 11:37
5
ფული რუსებს აკლდათ, შენა აზრით, თუ აბა როგორ იკადრებდნენ მოსყიდვას არა? სად რუსები და სად ქრთამი ხომ? თანაცა პოლიტიკა ჩარეულა თურმე, პირადად ბაიდენს დაურეკავს შვედების მწვრთნელისათვის, ე ბიჭო, უკრები არ დამიჩაგროო არა? რას არ წაიკითხავ კაცი...
ფეხბურთის ფანი
01 ივლისი 2021 14:09
0
ერთი ჟირინოვსკის "როჟა" მენახა მეორე გოლის შემდეგ და გინდა მთელ ღამეს აღარ დავიძინებდი.
სოსო
30 ივნისი 2021 19:05
4
ბურთი აეჭრა კი არა მაგარი საგოლე პასი გააკეთა თავისი ცაცია ფეხით.
აბა ის იყო პასი გუშინ ვაკოს რო მიაწერეს?ტიპმა ცენტრში ბურთი გუნდელს მიაწოდა,იმან 15-20 მეტრი ბურთით ირბინა,მერე მცველს გაარტყა ბურთი და რიკოშეტით აღმოჩნდა ბადეში-არადა ვაკომ აზიის ჩლ-ზე საგოლე პასი მიითვალაო.
Levani
30 ივნისი 2021 17:05
1
არ უნდა გაეგდოთ შვედი, აშკარად ბურთზე ითამაშა. არც გაშლილი ფეხით წასულა, ბურთის მოგერიების წინ (და მიზნით) გაშალა... ასეთი ტრამვები ხდება ფეხბურთში და ყოველთვის არ უნდა დაისაჯოს ფეხბურთელი.
Samartali
30 ივნისი 2021 17:00
8
ლიფი რატომ აცვია?
*!*
30 ივნისი 2021 16:50
8
ვულოცავ უკრსინას !!! დიდი შეხლების ნსკრებია, უბრალოდ პლეოფის კომპლექაი ჰქონდა და ვერ აჩვენებდა თავს. მოძმე ხალხია და ყველასთან ვიქომაგებ
ლაშა19
30 ივნისი 2021 16:30
4
მილოცვა უკრაინას,დაეტყო მიშას ხელი...
ერმონია
30 ივნისი 2021 14:59
11
იარმოლენკოს პასი არ გაუკეთებია ზინჩენკოზე, მას მარცხენა ფეხით პასის გადაცემა კი არა დარტყმაც კი უჭირს, უბრალოდ აეჭრა ფეხზე და ბურთმა რკალი ისე შემოხაზა რომ კარისკენ დარტყმული იქცა გადაცემად ზინჩენკოსათვის :) ასე რომ ეს საგოლე გადაცემა კი არა შემთხვევითი სულელური დარტყმა იყო, გოლი სურდა და საგოლე პასად ექცა :)
jango
30 ივნისი 2021 13:38
20
სანამ კომენტარს დაწერ ჯანგო ის მაინც უნდა იცოდე რომ იარმოლენკო ცაციაა
andro
30 ივნისი 2021 15:07
0
ველოდები რუსეთის ფედერაციაში გამოქვეყნებულ კომენტარებს. წარმომიდგენია, როგორ "გაუხარდებოდათ" რუსებს უკრაინის წარმატება!
N
30 ივნისი 2021 12:55
3
ამ ბიჭს ლიფი რატომ აცვია
dato
30 ივნისი 2021 09:37
27
სინთეტიკური მაიკა და ოფლი არაფერ შუაშია. ეს ჩამოსაცმელი არის ფიქსატორი, რომელიც ზომავს გულის რიტმს, მაჯის ცემას, რამდენად შეუძლია ფეხბურთელს გაუძლოს იმ დატვირთვას, რასაც იღებს სათამაშო დროს. ამ ფიქსატორზე ეწერა და მაქედან ვიცი.
გია
30 ივნისი 2021 13:54
1
პირველად ნახე? ეხლა ასეთი ტოპიკები აცვია ფეხბურთელთა 90%-ს რაც არც მე მომწონს მარაა წლებია უკვე ეგრეა.
hhh
30 ივნისი 2021 13:44
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული