Слава Україні! - პლეი-ოფში ძლივს გასულმა უკრაინამ შვედეთს სძლია და 1/4-ფინალში ინგლისს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში უკრაინამ შვედეთი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა ანდერსონმა წინა მატჩთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ისაკს თავდასხმაში კულუსევსკი შეუწყვილა. რაც შეეხებ უკრაინას, მისმა თავკაცმა შევჩენკომ ავსტრიასთან წაგების შემდეგ რამდენიმე არასტანდარტული სვლა გააკეთა: მატვიენკო დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენა, ცენტრში ზაბარნისთნ ერთად - კრივცოვი; ნახევარდაცვაში მალინოვსკი სტეპანენკოთი შეცვალა, რომელსაც უკან სიდორჩუკი გაუმწესა, შეტევის მარცხენა ფლანგზე კი შაპარენკო ვიხილეთ. შევჩენკომ თქვა, რომ პროგრამა-მინიმუმი უკვე შეასრულეს და თუ წინსვლას გააგრძელებდნენ, ეს ბონუსი
იქნებოდა. სხვათა შორის, მან აღიარა, რომ გუნდი გადაიღალა და ავსტრიასთან სუსტი თამაში ამის ბრალი იყო. მას შემდეგ უკრაინას აღდგენისთვის 8 დღე ჰქონდა და ეს ნათლად გამოჩნდა კიდეც.

უკრაინამ შვედეთის სასტარტო იერიშები მოიგერია, იქით შეუტია, იარმოლენკოს პასი იარემჩუკმა მიიღო, ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ოლსენი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. 27-ე წუთზე იარმოლენკომ ამჯერად გადაცემა ზინჩენკოს გაუკეთა და მან ანგარიში გახსნა. სწორედ იმ ზინჩენკომ, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე არაფრით გამოუჩენია თავი. სლავები თამაშს მშვიდად აკონტროლებდნენ, მაგრამ „ტრე კრუნურმა“ ანგარიში ავტოგოლით გაათანაბრა - ფორსბერგის დარტყმული ბურთი ზაბარნის მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ბუშანის კარში გავიდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით წარიმართა და უფრო თვალსასეირო გახდა - ჯერ სიდორჩუკმა გაარტყა ბურთი ძელს, ხოლო მერე ფორსბერგმა. სკანდინავიელები თანდათან ინიციატივას დაეუფლნენ, უფრო აგრესიულად შეუტიეს. კულუსევსკის გატანა ბუშანმა არ დაანება, ფორსბერგის დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა. სადღაც 75-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, ტემპიც დაეცა, გუნდები ფრთხილობდნენ, თითქოს დამატებით დროზე იყვნენ თანახმა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. მწვრთნელებმა ცვლილებები განახორციელეს. 97-ე წუთზე ბესედინს დანიელსონი ეუხეშა. მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გააძევა, ანდერსონის გუნდი კაცნაკლული დარჩა და დაცვაში ჩადგა. ბესედინმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ციგანკოვმა შეცვალა. დარჩენილ დროში შვედეთი თავს ორგანიზებულად იცავდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ზინჩენკოს აწეულ ბურთზე დოვბიკმა ცენტრალურ მცველებს დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა.

3 ივლისს, რომში, მეოთხედფინალში, უკრაინა ინგლისს დაუპირისპირდება.

გლაზგო. „ჰემპდენი“

შვედეთი - უკრაინა 1:2
გოლები: 0:1 ზინჩენკო (27), 1:1 ფორსბერგი (43), 1:2 დოვბიკი (120+1)
გაძევება: დანიელსონი (97)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზინჩენკო დაასახელეს, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
. დოვბიკი 106-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 120+1-ეზე გაიტანა - ეს ნაკრებში ჩატარებულ მესამე მატჩში მისი პირველი გოლია.
. დოვბიკის გოლი ტურნირის ისტორიაში გამარჯვების მომტანთა შორის ყველაზე გვიანია.
. ევრო 2020-ზე 1/8-ფინალში 4 დამატებითი დრო დაინიშნა, რაც რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 33 /
უკრაინის წინა მატჩების კომენტარები წავიკითხე და ზოგიერთის ანტიუკრაინულმა განწყობებმა გამაკვირვა. ამ ხალხს ხომ ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. ვულოცავ უკრაინას, ინგლისიც დაემარცხებინოს.
ვახო
30 ივნისი 2021 03:18
8
ვახო, ნუ გიკვირს ეს "ანტი უკრაინული" განწყობა. მიზეზი, ნაც მიშას შენახვააა. მეტი არაფერი.
vaxos
30 ივნისი 2021 08:37
19
ვულოცავ უკრაინას და პირადად შევჩენკოს!!! იმ რესურსით,რაც მის ხელთაა,ნამდვილად კარგი შედეგია!!!
!!!
30 ივნისი 2021 01:53
1
რუსეთებს პრივეტებიო
გიორგი
30 ივნისი 2021 06:08
7
თინა კანდელაკს არაფერი დაუწერია?
ანდრეი
30 ივნისი 2021 08:57
2
არა თითონ დაუწერიათ))
ნიკო
30 ივნისი 2021 09:51
0
SLAVA UKRAINE! SLAVA GEROYAM! ყველა რაღაცას ან სადღაც აღწევს, ჩვენ რა გვჭირს ამისთანა.
რატი
30 ივნისი 2021 09:23
8
ისინი მიყვებიან აწყობილი სისტემის საფუძვლებს! საქართველოც სანამ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გამოყოლილი ფეხბურთელები ყავდა, ქინქლაძე, ჯამარაული, არველაძეები და სხვა იყო რეალური ძალა, მაგრამ დამოუკიდებლობის პერიოდში იმდენად ავურიეთ, იმდენად დავშალეთ ყველაფერი და უცებ საშოვ ფულზე გავყიდეთ ყველაფერი რომ ნიჭიერი ბავშვების მოძიებას და გამოზრდასაც ვეღარ ვახერხებთ!
ვაჟა
30 ივნისი 2021 10:15
1
ვულოცავ მთელ უკრანას და უკრაინელ ხალხს. ბრავო შევჩენკოს და მის შეგირდებს.
ზაზა
30 ივნისი 2021 07:20
1
წინ უკრაინა!!! ერთადერთი ქვეყანა რომელიც ჩვენი ქვეყნის გვერდით დგას. ახალგაზრდებო უქომაგრთ უკრაინას ნებისმიერი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად! ომშიც მხოლოდ ჩვენ ვდგევართ ერთმანეთის გვერდით.
123
30 ივნისი 2021 08:23
10
სულაც არ არის ერთადერთი.
...
30 ივნისი 2021 10:37
0
როცა ვუყურებ რამხელა სხვაობაა კლასში ვთქვათ ბელგიის,ინგლისის,იტალიის და იმ გუნდებს შორის რომლებსაც ჩვენ ვერ ვუგებთ-დანია,შვედეთი,უკრაინა და ა.შ. ვხვდები რო ევროზე არც უნდა ვიყოთ ჯერ-ჯერობით.
კაშიას ცენტრამდე ამოტანილი ბურთები და მერე განდაგანა პასები ფეხბურთი არ არის..ველოდებით ხვიჩა-ჩაკვე-კიტე-კლიმენტიჩი-მიქაუტაძეს..იქნებ ამათ ქნან რამე
Levani
30 ივნისი 2021 08:00
1
ყოჩაღ უკრაინას! გამიხარდა მათი წარმატება!
დავით67
30 ივნისი 2021 06:40
2
რაზე მწყდება იცით გული? - ჩვენი ნაკრები ხომ ასეთ მძიმე თამაშს ვერასოდეს მოიგებს.
თამაზი
30 ივნისი 2021 03:14
8
არასდროს თქვა არასდროსო, ხომ გაგიგონია? როდესმე ჩვენც კარგად გავაცნობიერებთ რას ნიშნავს სამშობლო, ჩვენც დავიწერთ "დიდება გმირებს" და მაშინ მოვიგებთ აუცილებლად მეგობარო:)
ცანგალა
30 ივნისი 2021 08:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული