ინგლისი-დანია 2:1 - უკეთესმა გუნდმა საკამათო პენალტით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა დამატებით დროში დანია 2:1 დაამარცხა, ფინალში პირველად გავიდა და 11 ივლისს იტალიას უმასპინძლებს.

55 წლის შემდეგ პირველად, ინგლისს დიდი ტურნირის მოგება შეუძლია - ისევ "უემბლიზე"

მატჩის წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა განაცხადა, რომ ევროპირველობის მოგების საუკეთესო საშუალება აქვთ, თუმცა მათი დღევანდელი მეტოქე უკვე სულ სხვა კლასისა გახლდათ. მეკარე კასპერ შმეიხელმა თქვა, რომ მოწინააღმდეგეს ეს ტურნირი არასოდეს მოუგია და ფეხბურთი სახლში ვერ დაბრუნდებოდა. სხვათა შორის, „სამი ლომის“ კაპიტანს, ჰარი კეინს, კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ
კასპერისთვის
ჰქონდა გატანილი - 14. კასპერის მამამ, პეტერ შმეიხელმა, აღნიშნა, რომ რატომღაც მედია ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდა, თუმცა, მისი აზრით, გამარჯვების მეტი შანსი დანიას ჰქონდა.

დანიამ მოიგერია რა ბრიტანელთა სასტარტო იერიშები, ინიციატივას დაეუფლა და დამსგორმა ანგარიში გახსნა. ეს ტურნირზე ინგლისელთა პირველი გაშვებული და საერთოდ, 2000 წლის შემდეგ პლეი-ოფში საჯარიმოდან გატანილი პირველი გოლია. ინგლისმა შტურმით უპასუხა. სტერლინგს გატანა შმეიხელმა არ დაანება, სულ მალე კი ანგარიში გათანაბრდა - საკამ განივად სტერლინგს უპასა, კიაერმა ბურთი ჩაჭრა და საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. ეს ტურნირზე მე-11 ავტოგოლია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან წინა მატჩისგან განსხვავებით, ინგლისელები მეორე სართულზე ვერ ბატონობდნენ და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა შმეიხელი. ბოლოს მთლად ცალკარა თამაში წავიდა, დანიამ გაუძლო და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმში საუთგეითის გუნდმა სკანდინავიელები კვლავ საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. სტერლინგმა პენალტი გამოიმუშავა (ცოტა არ იყოს, საკამათო). შმეიხელმა კეინის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჰარიმ ყველას დაასწრო და 2:1. დარჩენილ დროში დანიას თამაშის შემოსატრიალებლად ელემენტარულად ძალა არ ეყო და ინგლისმა საქმე მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - დანია 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 დამსგორი (30), 1:1 კიაერი (39, საკ. კარში), 2:1 კეინი (104)
გამოუყენებელი პენალტი: კეინი (104)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კეინი დაასახელეს.
. პიკფორდმა 55 წლის წინ ბენქსის მიერ დამყარებული 720-წუთიანი „მშრალი სერიის“ რეკორდი დაამხო - გოლი 721-ეზე გაუშვა.
. 2000 წლის შემდეგ პირველად, ევროს ორივე ნახევარფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.
. კეინმა დიდ ტურნირებზე 10 გოლი გაიტანა და ინგლისელთა შორის ლინეკერის რეკორდი გაიმეორა.
. კეინი ევროპირველობაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
არადა, მესიმპატიურებოდა იტალიის ნაკრები, მაგრამ ისეთი ოდიოზური ფანები ჰყავთ, გამიხარდება რომ წააგონ ფინალი. მაგარი არაობიექტური, მიკერძოებული და ტენდენციური ხალხია. რაღაც განსაკუთრებული კასტაა, რომელთაც არ ძალუძთ საღი თვალით შეხედონ მოვლენებს და ფაქტებს. მოწინააღმდეგე რომ დააფასონ ხომ გამორიცხულია. ფინალის შემდეგ, დამარცხებული, გაწბილებული და მორალურად განადგურებული ტიფოზები: შესანიშნავი მასალა იქნებოდა ფსიქიატრიული კვლევისთვის :)
ანარქისტი ანანია.
08 ივლისი 2021 17:13
8
პენალტზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ ინგლისი აშკარად უფრო სამართლიანად გავიდა ფინალში ვიდრე იტალია. მთელი თამაში ინგლისის უპირატესობით მიდიოდა და მეორეც: დამატებით დროში ინგლისს პენალტებზე არ უთამაშია იტალიისგან განსხვავებით. მოკლედ იტალია შეიძლება ჩემპიონი გახდეს, მაგრამ ჩემპიონი რომელმაც ესპანეთს ვერ აჯობა.
gagi
08 ივლისი 2021 16:49
8
იტალია პირველივე მატჩიდან, სრული ძალით თამაშობს და სწორედ მან გაალამაზა, ეს ჩემპიონატი.არც ინგლისივით მარტივი მეტოქეები ჰყოლია,არც მეტოქის მაყურებლებისათვის შეუშლიათ ხელი მატჩებზე დასასწრებად,არც მეტოქე გუნდისათვის უთქვიათ უარი,იმ მოედანზე წინასამატჩო ვარჯიშზე,სადაც უნდა ეთამაშათ და არც მსაჯები დახმარებიან.იტალიას უბრალოდ ძალები აღარ ჰქონდა,დამატებით დროში.მაშინ როცა ინგლისს,არავისთან უთამაშია სრული დაძაბვით.კი ბატონო,ვიცი რომ ინგლისელთა შემადგენლობა ძალიან ძლიერია და შესანიშნავად თამაშიც შეუძლიათ და იტალიის დამარცხებაც,მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გაიმეტეს,მაყურებლისათვის ასეთი თამაშის ჩუქება,იტალიელებისაგან განსხვავებით.ფაქტია,რომ იტალია,პენალტებით,მაგრამ ალალად გავიდა ფინალში,შეიძლება ითქვას კიდეც,რომ თამაშის ხარისხით,სწორედ ესპანეთი -იტალია იყო,ამ ტურნირის ფინალი.მაშინ როცა მიუხედავად ამდენი ხელშეწყობისა,ინგლისი,მაინც მსაჯმა გაიყვანა ფინალში.ინგლისელთა გამარჯვება,სანახაობრივი,შემტევი თამაშის დამარცხება იქნება და თუნდაც ამიტომ უნდა გაიმარჯვოს იტალიამ.
სოსო
08 ივლისი 2021 19:55
2
მოკლედ ხალხს მაგრად სძUლს ინგლისი :D აბა რატო არ იყო პენალტი?პირველი არხის იტალიის ფან კომენატოტრებს ვუჯერებთ? თუ გგონიათ რომ დანია ინგლისზე უკეთესი მეტოქე იქნებოდა ჩელენტანოებისთვის?დანია ფინალში თუ გავიდოდა მოიგებდა კიდეც.ნორმალურად ვინც გაუხსნა თამაში იმან იტალიას სანახაობით აჯობა,ასეა ეს!გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწია თამაში ინგლიის ესეც არ დაგავიწყდეთ.მარტო ბელგიასთან ჰქონდა თამაში და იქაც ლუკაკუს კისერზეა ეგ ყველაფერი და ასევე მსაჯების.
აბგდ
08 ივლისი 2021 16:26
17
რა შუაშია კომენტატორის დაჯერება, თვალები მიჯღაბნილი ხო არ გაქ სახეზე? შეხედე და დაინახე.
მარადონა
08 ივლისი 2021 18:33
1
არ დანიშნავდა და დღეს იმაზე იკამათებდით რატომ არ დანიშნაო!!!!!შესაბამის ჰედლაინებსაც მოიფიქრებდით.ერთი სიტყვით იაფფასიან სკანდალებზე ხართ ორიენტირებული,ამიტომ გაიარეთ ბიძიკო თქვენს გზაზე!!!!!!!!!!!!!!
alex
08 ივლისი 2021 16:26
9
პენალტზე რომ მსჯელობთ, რატომ არ საუბრობთ ჯარიმაზე, რომლის შემდეგ დანიელებმა გოლი გაიტანეს? ჰოდა, ის ჯარიმა არ იყო. გადაახვოს, ვისაც საშუალება აქვს და დააკვირდეს. არაერთი სპეციალისტი წერს, რომ ჯარიმა არ ყოფილა.
ზურა
08 ივლისი 2021 15:04
5
VAR check on. ეგ იცით, რა არის? ჰოდა, სადავო ვერ იქნება ის, რაც კომპიუტერულმა პროგრამამ პენალტად ჩათვალა, თანაც დაყოვნების გარეშე.
კოტე
08 ივლისი 2021 14:45
10
ვთქვათ და პენალტი იყო(სინამდვილეში მინიმალური შეხება იყო და წინასწარვე დაიწყო ვარდნა),მსაჯმა რატომ არ შეაჩერა შეხვედრა,ერთი წამით ადრე,მოედანზე ერთმანეთისაგან ორ მეტრში, ორი ბურთი რომ იყო?მსაჯი ვალდებული იყო თამაში შეეჩერებინა და მეორე ბურთი მოედნიდან მოეშორებინათ.თვითონ ინგლისელი სპეციალისტები ამბობენ,რომ არ იყო დასანიშნი.
სოსო
08 ივლისი 2021 20:02
0
თქვენ თავად არ იცით რა არის ვარ ჩეკ ონ. ეს არის ვიდეო ასისტ რეფერი. ადამიანი უყურებს ვიდეოს და ადამიანი წყვეტს. კომპიუტერი მხოლოდ გოლზე წყვეტს.
ვიდეო რეფერი მხოლოდ მაშინ ერევა, როცა აშკარა შეცდომაა. იყო მცირე კონტაქტი აქედან გამომდინარე აშკარა შეცდომა არ ყოფილა მაგრამ პატიოსანი 1000 მსაჯიდან 999 არ დადებდა პენალტს. ხოლო დამატებით დროში ალბათ 10000 9999.
აშკარაა რომ ფინანსური მიზეზია, რომ ინგლისი გასულიყო.
კოტე-ს
08 ივლისი 2021 16:06
0
ერთი კითხვა მაქვს,ინგლისმა რამდენი თამაშიდან რამდენი ითამაშა სახლში?
გულშემატკივარი
08 ივლისი 2021 14:28
0
არ იყო პენალი ნამდვილად, კიდევ ერთხელ უსამართლოდ გასული გუნდი ფინალში. უკვე ფეხბურთის ყურებაც კი შემზიზღდა.
პელე
08 ივლისი 2021 14:05
2
პენალტი საკამათო არ ყოფილა. რაც გადაუმოწმებლადაც აშკარად ჩანდა. იყო კონტაქტი, თანაც იყო ორმხრივი ბლოკირება. "ვარ" სისტემამ სრულად დაადასტურა პენალტი. სისტემა და მასზე კონტროლი ისეა მოწყობილი, უზუსტობა გამორიცხულია. ასე რომ, ის ბავშვური საუბარი, თითქოს პენალტი სადაო იყო, მხოლოდ გაუთვითცნობიერებული და სუბიექტური ადამიანების წყლის ნაყვაა.
ლაშა
08 ივლისი 2021 13:24
15
ვარზეც ბახრამოვი იჯდა კაცო?
გია
08 ივლისი 2021 13:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული