მსაჯმა არარსებული პენალტი დანიშნა - სპეციალისტთა აზრი ცალსახაა

AutoSharing Option
ინგლისსა და დანიას შორის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სტუმართა კარში დანიშნულ პენალტზე კომენტარი ყოფილმა ფეხბურთელებმა და სპეციალისტებმა გააკეთეს.

დიტმარ ჰამანი ("ლივერპულისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "აშკარა "ჩაყვინთვაა". სამარცხვინო გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ უნდა გააკეთო ის, რაც შენგან მოითხოვება, მაგრამ ამას ხომ ბავშვები უყურებენ".

როი კინი ("მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი): "ინგლისმა ხასიათის სიმტკიცე და სიმამაცე გამოავლინა. საუთგეითმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. რაც შეეხება პენალტს, ასე მგონია, არ იყო".

მაიკლ ოუენი (ინგლისის ნაკრების ექსთავდამსხმელი): "დარწმუნებული არ ვარ, რომ თერთმეტმეტრიანი იყო, თუმცა რა აზრი აქვს".

ლეონიდ
სლუცკი ("რუბინის" მწვრთნელი):
"სტერლინგმა წაქცევა კონტაქტამდე დაიწყო. საკითხავი მხოლოდ ისაა, იყო თუ არა მელეს მხრიდან ფეხით შეხება. ჩემი აზრი - წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფერი მზადაა უკვე ინგლისს 1966 წლის მერე არაფერი მოუგია და ვსიო სტერლინგი კი შეუდარებელია .
vova
08 ივლისი 2021 17:46
2
ელგებედე ინგლისელები უნდა აქციონ ჩემპიონებად
Napoleoni
08 ივლისი 2021 16:45
4
პენლებში სერიოზული უპირატესობა ექნებოდა დანიას მხეცივით მეკარე ყავთ განსხვავებით ინგლისისგან... რა დონის ფეხბურთელებიც ყავს ინგლის იმ დონის ფეხბურთს ვერ თამაშობს უღიმღამო მოსაწყენი საყურებელია მათი თამაშის ცქერა განსხვავებით იტალიისგან.
რომა
08 ივლისი 2021 14:40
0
ყველა ცდილობს, რომ ინგლისი გააჩემპიონონ, მაგრამ ფეხბურთისთვის ჯობია, რომ იტალიამ მოიგოს, იმდენად ლამაზ და ახალ (უფრო სწორად კარგად დავიწყებულ) სტილს თამაშობს, ძალიან მინდა იტალიის მოგება, რათა ეს უაზრო ფეხბურთი დავიწყებას მიეცეს. ვისაც ფეხბურთი გიყვართ, იტალიას უქომაგეთ.
miuleri
08 ივლისი 2021 13:08
4
ინგლისი უნდა გასულიყო და გაიყვანეს! დანია დაიჩაგრა. ეს უეფაც დიდი ნაგავია.
მერაბი
08 ივლისი 2021 09:39
3
მთავარია, სურვილი იყოს და ჯანდაბას ვარის თავიც. აი ეს პოზიციაა ზუსტად.ჯობდა ინგლისი თამაშით, მაგრამ მსაჯი აშკარად მიეხმარა და ამ ეპიზოდით გააფუჭა
: )))))))
08 ივლისი 2021 07:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული