მსაჯმა არარსებული პენალტი დანიშნა - სპეციალისტთა აზრი ცალსახაა

AutoSharing Option
ინგლისსა და დანიას შორის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სტუმართა კარში დანიშნულ პენალტზე კომენტარი ყოფილმა ფეხბურთელებმა და სპეციალისტებმა გააკეთეს.

დიტმარ ჰამანი ("ლივერპულისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "აშკარა "ჩაყვინთვაა". სამარცხვინო გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ უნდა გააკეთო ის, რაც შენგან მოითხოვება, მაგრამ ამას ხომ ბავშვები უყურებენ".

როი კინი ("მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი): "ინგლისმა ხასიათის სიმტკიცე და სიმამაცე გამოავლინა. საუთგეითმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. რაც შეეხება პენალტს, ასე მგონია, არ იყო".

მაიკლ ოუენი (ინგლისის ნაკრების ექსთავდამსხმელი): "დარწმუნებული არ ვარ, რომ თერთმეტმეტრიანი იყო, თუმცა რა აზრი აქვს".

ლეონიდ
სლუცკი ("რუბინის" მწვრთნელი):
"სტერლინგმა წაქცევა კონტაქტამდე დაიწყო. საკითხავი მხოლოდ ისაა, იყო თუ არა მელეს მხრიდან ფეხით შეხება. ჩემი აზრი - წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფერი მზადაა უკვე ინგლისს 1966 წლის მერე არაფერი მოუგია და ვსიო სტერლინგი კი შეუდარებელია .
vova
17:46 08-07-2021
2
ელგებედე ინგლისელები უნდა აქციონ ჩემპიონებად
Napoleoni
16:45 08-07-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული