უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

მსაჯმა არარსებული პენალტი დანიშნა - სპეციალისტთა აზრი ცალსახაა

AutoSharing Option
ინგლისსა და დანიას შორის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სტუმართა კარში დანიშნულ პენალტზე კომენტარი ყოფილმა ფეხბურთელებმა და სპეციალისტებმა გააკეთეს.

დიტმარ ჰამანი ("ლივერპულისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "აშკარა "ჩაყვინთვაა". სამარცხვინო გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ უნდა გააკეთო ის, რაც შენგან მოითხოვება, მაგრამ ამას ხომ ბავშვები უყურებენ".

როი კინი ("მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი): "ინგლისმა ხასიათის სიმტკიცე და სიმამაცე გამოავლინა. საუთგეითმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. რაც შეეხება პენალტს, ასე მგონია, არ იყო".

მაიკლ ოუენი (ინგლისის ნაკრების ექსთავდამსხმელი): "დარწმუნებული არ ვარ, რომ თერთმეტმეტრიანი იყო, თუმცა რა აზრი აქვს".

ლეონიდ
სლუცკი ("რუბინის" მწვრთნელი):
"სტერლინგმა წაქცევა კონტაქტამდე დაიწყო. საკითხავი მხოლოდ ისაა, იყო თუ არა მელეს მხრიდან ფეხით შეხება. ჩემი აზრი - წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია".

ასევე დაგაინტერესებთ