უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

მანჩინი შოტლანდიელთა "მამაცი გულია" და ინგლისის დამარცხებას ემუდარებიან

AutoSharing Option
11 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი იტალიას უმასპინძლებს. მატჩის წინ რა თქმა უნდა, დიდი აჟიოტაჟია. შოტლანდიელები იტალიელებს ქომაგობენ და ამას არც მალავენ.

შოტლანდიურმა გაზეთმა "The National"-მა დღევანდელი ნომრის გარეკანზე "სკუადრა აძურას" მწვრთნელი რობერტო მანჩინი ფილმ "მამაცი გულის" გმირის, უილიამ უოლესის გამოსახულებაში წარმოსახა და წარწერაც დაურთო:

"გადაგვარჩინე, რობერტო, შენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხარ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ 55 წელი იყბედონ ამაზე".

ასევე დაგაინტერესებთ