იტალიამ ინგლისს "უემბლიზე" სძლია და 53 წლის შემდეგ პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიამ ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა და ოქროს მედლები მეორედ მოიპოვა.

დებიუტში სტუმრებმა შეუტიეს, კონტრშეტევაზე კი კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა შოუმ მასპინძლები დააწინაურა. ვერაფერს იტყვი, ასეთ დასაწყისს საუთგეითის გუნდი ვერც ინატრებდა. იმის გათვალისწინებით, რომ გოლს იშვიათად უშვებენ, ეს მათთვის სერიოზული ფორა გახლდათ. ტურნირზე პირველად მდევრის როლში აღმოჩენილმა იტალიამ იერიშების მიტანა სცადა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. პირველი მომენტი მხოლოდ 35-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ კიეზას შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. ბოლოს იმობილეს მიეცა შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა.

„სკუადრა აძურას“ ბურთის ფლობა
პირველ ტაიმში 62% იყო, გოლი კი ბრიტანელებმა კარში ერთადერთი დარტყმით გაიტანეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მანჩინის შეგირდებმა შეუტიეს, ისევ უხიფათოდ და თითქოს ძნელად წარმოსადგენად მოჩანდა, რის ხარჯზე შეძლებდნენ მეტოქის ჩინებულად ორგანიზებული დაცვის გარღვევას. მაინც გაარღვიეს - ჯერ კიეზამ თავად შექმნა მომენტი და მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე პიკფორდი, ხოლო შემდეგ ბონუჩიმ ანგარიში გაათანაბრა.

იტალია უკვე სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბერარდიმ გაუშვა მომენტი ხელიდან, მერე აქტიურმა კიეზამ ტრავმა მიიღო და ბერნარდესკიმ შეცვალა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი 3:2 იტალიამ გაიმარჯვა.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - იტალია 1:1 (დ.დ. 1:1, პენ 2:3)
გოლები: 1:0 შოუ (2), 1:1 ბონუჩი (67)

ინგლისი: პიკფორდი, ტრიპიერი (საკა 71), უოკერი (სანჩო 120), სტოუნზი, შოუ, მაგუაირი, ფილიპსი, რაისი (ჰენდერსონი 74) (რეშფორდი 120), მაუნტი (გრილიში 99), სტერლინგი, კეინი

იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი (ფლორენცი 118), ბარელა (კრისტანტე 55), ჟორჟინიო, ვერატი (ლოკატელი 96), კიეზა (ბერნარდესკი 83), ინსინიე (ბელოტი 91), იმობილე (ბერარდი 55)

. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დონარუმა აღიარეს.
. დონარუმამ კარიერაში 5-დან 5 თერთმეტმეტრიანების სერია მოიგო.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბონუჩი დაასახელეს.
. ინგლისმა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა, რაც მისი რეკორდია.
. შოუმ ევროპირველობების ფინალში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
. შოუ ევროს ისტორიაში „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა.
. 36 წლის კიელინი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კაპიტანია. მან ბუფონის რეკორდი დაამხო.
. იტალიამ ევრო 2020-ზე 13 გოლი გაიტანა, რაც დიდ ტურნირებზე მისი რეკორდია.
. იტალია 34 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია - მსოფლიო რეკორდამდე 1 მატჩი უკლია.
. იტალიამ მეექვსედ მოიგო დიდი ტურნირი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
უსახური ჩემპიონატის, უსახური დასასრული.
ჯუანშერი
12 ივლისი 2021 15:26
21
ბრავო იტალია!ძალიან ბევრი და ბევრნაირი მხარდაჭერა ჰქონდა ინგლისს,ლეგალური თუ არალეგალური.თვითონაც ძალიან ძლიერი ნაკრებია, უდაოდ და შეეძლოთ გაცილებით უფრო უკეთესი ფეხბურთიც ეთამაშათ,მაგრამ მაინც რაღაც შეზღუდულობა იგრძნობოდა მათ თამაშში.ალბათ დაძაბულობაც,გამოუცდელობაც,ასეთ ტურნირებში გამარჯვებისა და მაინც ნაკლები შემოქმედებითი ფეხბურთელი ჰყავდათ,ვიდრე იტალიელებს.პენალტებში კი,უკვე აშკარად მწვრთნელის შეცდომები გახდა გადამწყვეტი.ბოლო წუთებზე შემოუშვა ჯერ ერთი, ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და მერე,ძალიან გვიან შემოუშვა.მათ თამაშში ჩართვა ვერ მოასწრეს,ბურთი ვერ იგრძნეს და მხოლოდ პენალტების დარტყმა დაავალეს.თანაც გადამწყვეტი,ბოლო პენალტებისა.ჯერ რომ მათ დაერტყათ,კიდევ შეიძლებოდა,რადგან გადაწყვეტი დარტყმები არ იქნებოდა და თანაც,სხვა,უკვე დაღლილი დამრტყმელები,იმ ერთ,ორ წუთში,კიდევ ცოტათი უკეთ მოითქვამდნენ სულს.ასე კი,მათ კისერზე დაადგეს მთელი ნაკრების სიმძიმე და მათ ვერ გაუძლეს დაძაბულობას.ფინალში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას.თუმცა ახლა უკვე ინგლისმაც მიიღო ფინალის გამოცდილება და მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ძალიან ახალგაზრდული,ძალიან ძლიერი და უკვე საკმაოდ გამოცდილი ნაკრები ეყოლებათ.იტალიელებს ვულოცავ გამარჯვებას,თუნდაც იმიტომ,რომ მათ თამაშში არ ყოფილა ბოლო წლებში ძალიან მოდებული ბინძური თამაში,სიმულაცია და ითამაშეს ნაღდი,კაცური ფეხბურთი.მათი გამარჯვება,ფეხბურთის გამარჯვებაა.მეშინოდა,რომ ძალები ბოლომდე არ ეყოფოდათ...იკმარეს და გაიმარჯვეს.
სოსო
12 ივლისი 2021 15:03
0
ფორცა იტალია...
tngh
12 ივლისი 2021 14:21
2
იტალია არის ღირსეული ჩემპიონი. გარდა იმისა, რომ ყველასგან გამორჩეულ და მითვის უჩვეულო სტილის ფეხბურთს თამაშობდა, ეს იყო საუკეთესოდ შეკრული გუნდი. ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ უნდა გაიტანოს გოლი გუნდის სხვა რგოლებმა მაშინ, როდესაც ამას თავდამსხმელები ვერ აკეთებენ. იტალია ისე გახდა ჩემპიონი, რომ მის თავდამსხმელებს ორჯერ ნაკლები გოლი ჰქონდათ გატანილი, ვიდრე მერვედფინალში გამოგდებული ნაკრებების თავდამსხმელებს:) საოცრად მობილური ნახევარმცველები და გაჭირვების ჟამს შეტევაში ჩართული მცველები, ლოკატელის, ბონუჩის გოლები. სხვათაშორის ბონუჩიმ და კიელინიმ კიდევ გაიტანეს გოლები, მაგრამ არ ჩაითვალა...
ანესთეზეოლოგი
12 ივლისი 2021 12:32
1
1996 წელს ინგლისში რო ჩატარდა ევრო, ნახევარფინალში გერმანიასთან თვითონ საუთგეითს აქვს პენალტი გაფუჭეული, ანუ იცის კაცმა საკუთარ მოედანზე ამხელა წნეხის ქვეშ ჯერ თამაში და მერე პენალტის დარტყმა რამხელა სტრესია როცა ამხელა ამბიციური გულშემატკივარი გიყურებს და პირდაპირ მოგებას გთხოვს, რო გამოგყავს შე კაი კაცო და 19 წლის ბიჭს პენალტს არტყმევინებ ასეთ დროს, რას ფიქრობდა ნეტა, ისე საკუთარმა მოედანმა უფრო დთრგუნა ინგლისი ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში აღმოჩდნენ, ეტყობოდათ თავიდანვე, რაც შეეხება იტალიას, მე როგორც იტალიის სტაჟიანი გულშემატკივარი, ვფიქრობ რომ ის სწრაფი გოლი იტალიისთვის უკეთესი აღმოჩნდა, უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და ამიტომაც მიხარია რო აჯობეს და ისე მოიგეს, მეორე ტაიმი ინგლისს ათამაშეს პირიქით კატენაჩიო....ამიტომ უფრო გამეხარდა რო სალაპარაკო არ გახდა ზოგიერთების, არ ეკუთვნოდაო და ესაო და ისაო...ყველას ვულოცავ ვისაც გაუხარდა....
გია
12 ივლისი 2021 12:11
0
ოდნავ მაინც ფეხბურთში ვინ ერკვევა, იტალიის ამ ჩემპიონობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, მაგრამ მაინც უნდა შევაქოთ მანჩინი, სიტიში ვერ იყო ესეთი მაგარი, როგორც ჩანს მაგრა გაიზარდა, უმაგრესი გუნდი შეკრა, უვარსკვლავოდ და უთავდამსხმელოდ მოიგო ( ინსიეიე, ბელოტი იმობილეს ფაქტიურად არაფერი გაუკეთებიათ, არაფრის მომცები გოლების გარდა), ცალკე უნდა ვთვქათ ბონუჩი - კიელინი, 35-36 წლის მცველებმა პლეიფოში 3 თამაში ითამაშეს 120 წუთი... ( არ გავაკეთებ წვეტიან შედარებებს :))
გულშემატკივანი
12 ივლისი 2021 12:04
0
53 წლის წინ იტალია კენჭისყრით (არიოლ-რეშკათი) გახდა ევროპის ჩემპიონი. ეხლა პენალტებით (ნახევარ ფინალიც და ფინალიც)
გიორგი
12 ივლისი 2021 09:35
41
არიოლ-რეშკათი მოიგო ნახევარფინალი 1968 წელს.. თავად დაგუგლე
გიორგი
12 ივლისი 2021 17:00
3
პირველი თამაში ფრე მორჩა და გადათამეშაბი 2 - 0 მოიგო იტალიამ, არიოლ რეკშა არა იწილო ბიწილოთი გაითვალეს კიდე :)
დაგუგლე
12 ივლისი 2021 12:07
2
ვულოცავ იტალიას! სათგეიტი და ვაისი გავიგე ძალიან ახლო მეგობრები არიანო
llcl
12 ივლისი 2021 07:07
2
ინგლისს მაშინ სომეხმა მსაჯმა მოაგებინა თოფიკ ბახრამოვმა 1966 ში. )) დღემდე აყვედრიან სომხები და იმასაც უმატებენ მეფე არტური სომეხი იყოვო(!). მააშ, მარა ეხლა უმადურმა ანგლიჩანებმა სომეხი ვეღარ იშოვეს და რქნან. D)
Chelentano. ))
12 ივლისი 2021 04:46
15
მეგრელი, ბევრს ნუ ბლატაობ, ერთი LOLის დაწერა რო გისწავლიათ ზოგიერთებს და გუშინ რო შემოხვედით ინტერნეტში მაგის შედეგია, არაფრის აზრზე რო არ ხართ და გიხარიათ, თან ინგლისურიც არ იცით მაგდენი უცხო წყაროებიდან წაიკითხოთ. მოკლედ ოფიციალურად წამოაძახეს სომხებმა პრესკონფერენციაზე ინგლისელებს ეგ ამას წინათ, რასაც გეუბნები, შესარჩევში თუ გადაეყარნენ ერთმანეთს და გამოაქლიავეს ისეთი რაღაცეები აკეთეს სკანდალი იყო. ზუსტად მაგ ბახრამოვზე მოთხოვეს "ვალის დაბრუნება" და რაღაცეები კინაღამ პეტროსიანიც ჩარიეს საქმეში
Al Pacino. ]]
12 ივლისი 2021 18:06
1
ეროვნებებში ერკვევი გენეტიკურ დონეზე რა...:)))
ტოფიკაჯან
12 ივლისი 2021 15:42
1
ყველა გამოხმაურება
გარეთ საუზგეითი - ინგლისელი მიხეილ-გელა სილუაშვილი პროგრამით "ბრიტანეთი გაბრწყინდება!" )) ელოდეთ
Bu.
12 ივლისი 2021 02:32
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული