უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

მანჩინი: გაგვიჭირდა, მაგრამ ვდომინირებდით და გავიმარჯვეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიამ პენალტების სერიაში ინგლისი დაამარცხა, ნამატჩევს კი Football Italia-ს ემოციები მისმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გაუზიარა:

"ინგლისმა კარგად ითამაშა. დაწყებისთანავე გავუშვით გოლი. გაგვიჭირდა, მაგრამ იმ მომენტიდან ვდომინირებდით.

ბიჭები უბრალოდ შესანიშნავები იყვნენ, არც ვიცი, რა ვთქვა. ეს გამარჯვება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ყველა გულშემატკივრისთვის.

ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან კარგი თამაშით გავიმარჯვეთ. იმედია, ფანები ახლა ზეიმობენ. ბედნიერები ვართ და მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა".

ასევე დაგაინტერესებთ