შოტლანდიელებს უნდათ "მანჩინი მამაცი გული" შოტლანდიის საპატიო მოქალაქე გახდეს

AutoSharing Option
შოტლანდიურმა გაზეთმა The National-მა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ იტალიის ნაკრების მწვრთნელი რობეტო მანჩინი ფილმ "მამაცი გულის" გმირის, უილიამ უოლესის გამოსახულებაში წარმოსახა და ინგლისელთა დამარცხება სთხოვა, "თხოვნის შესრულების" შემდეგ მისდამი პატივისცემა დაადასტურა.

გაზეთი წერდა: "გადაგვარჩინე, რობერტო, შენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხარ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ 55 წელი იყბედონ ამაზე".

რომში დაბრუნებისას მანჩინის ეს გაზეთი თვითმფრინავში თასთან ერთად ედო. გაზეთის 13 ივლისის ნომრის ყდაზე სწორედ ეს სურათი იყო გამოსახული.

Sportall.Ge

ტექსტში კი წერია: "მივანიჭოთ რობერტო ბრიუსს (რობერტ I ბრიუსი - შოტლანდიის
მეფე, რომელიც ინგლისისგან დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა) შოტლანდიის საპატიო მოქალაქეობა. The National-ის მკითხველებს მოვუწოდებთ, შოტლანდიის წინაშე დამსახურებისათვის, ხელი შეგვიწყონ მანჩინის დაჯილდოებაში".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე უარი რომ თქვით?! მართლა შოტლანდია!
ზვიადი
13 ივლისი 2021 06:50
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული