ფორმულა 1-ის პილოტი ლანდო ნორისი ევროპის ჩემპიონატზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებების ფინალის შემდეგ "უემბლისთან" გაძარცვეს. "მაკლარენის" მრბოლელს ძვირად ღირებული საათი წაართვეს.
"საბედნიეროდ, ლანდო არ დაშავდა, თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო შოკირებულია. გუნდი მას მხარს უჭერს და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი გრან პრის წინ ფანები ასევე მხარს დაუჭერენ და ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ.
პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და ამიტომ ჩვენ მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - ნათქვამია "მაკლარენის" განცხადებაში.
პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და ამიტომ ჩვენ მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - ნათქვამია "მაკლარენის" განცხადებაში.
"სანის" ცნობით, ნორისს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც სტადიონთან პარკირებაზე თავის Макларен GT-ში ჯდებოდა და საათი Richard
Mille წაართვეს, რომლის ღირებულება 40 ათასი ფუნტია.