ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან დამარცხებამ ინგლისელი ფანების უკმაყოფილება გამოიწვია, მატჩის შემდეგ "უემბლის" გარშემო ყველაფერი დაამტვრიეს, როგორ თუ მოგვიგესო და გადაწყვიტეს, იტალიის საელჩოზე ეყარათ ჯავრი.
და აქ მოხდა ყველაზე კურიოზული ამბავი: საელჩოს თავზე აძვრნენ და დროშა ჩამოხსნეს, იმას კი ვერ მიხვდნენ, რომ ბულგარეთის საელჩოს შეუტიეს - უბრალოდ, დროშების ფერთა განლაგება შეეშალათ.