ინგლისელ ფანებს შეეშალათ და იტალიის ნაცვლად ბულგარეთის საელჩოს დაესხნენ თავს

AutoSharing Option
მართლაც მძიმე შემთხვევაა...

ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან დამარცხებამ ინგლისელი ფანების უკმაყოფილება გამოიწვია, მატჩის შემდეგ "უემბლის" გარშემო ყველაფერი დაამტვრიეს, როგორ თუ მოგვიგესო და გადაწყვიტეს, იტალიის საელჩოზე ეყარათ ჯავრი.

Sportall.Ge

და აქ მოხდა ყველაზე კურიოზული ამბავი: საელჩოს თავზე აძვრნენ და დროშა ჩამოხსნეს, იმას კი ვერ მიხვდნენ, რომ ბულგარეთის საელჩოს შეუტიეს - უბრალოდ, დროშების ფერთა განლაგება შეეშალათ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოდით დავგმოთ ამათთან მომხდარი ძალადობა და სანქციები დავუწესოთ
dato
16 ივლისი 2021 15:39
1
ზოგი ისეთ კომენტარებს წერთ მიკვირს. ამ საიტზე ნახეთ ეს ინფორმაცია თუ გგონიათ, რომ სპორტალმა თვითონ გადაიღო ეს კადრები ლონდონში? ყველა სპორტული საიტი მოიარა და ნუ გამოხვედით ეხლა წმინდა რედაქტორები. რაც სპორტთან არის დაკავშირებული ის დაწერეს, კაჭარავამ რო პარლამენტშ იჩხუბა ეგ მოხვდა აქ და არ გაგიკვირდათ. ინგლისელების ცუდი გულშემატკივრობა ყოველთვის იწერებოდა და დაიწერება და თუ ჩვენთან შედარებაზეა საუბარი მაკედონიასთან წაგება მაგაზე დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის და არ გადავწვით ქალაქი და არ მიუვარდით საელჩოში.
საერთოდ იტალიელებთან რას გარბოდნენ ვერ გავიგე უნდა წაეგოთ?
me
16 ივლისი 2021 09:54
1
ისე ინგლისელები ძაან თავზე გადა.....ლი გულშემატკივრები არიან და რუსებზე ამპარტავნებიც კი არიან.თუ მოხდა ისე რო ეგენი აქ მოხვდნენ და მსგავსი რამე იკადრეს აიი მერე გაიგებენ როგორ უნდა მიაყენონ ერთ ადგილს რო გაედებათ ბაირამდუდუკში
T.q
16 ივლისი 2021 15:19
0
ესეგი, რა დონეზე იყვნენ მთვრალნი......
სოსო
16 ივლისი 2021 09:16
0
წარმოიდგინეთ ჩვენს გულშემატკივრებს რომ იგივე ექნათ :) ევროკავშირში შეშვებას ვინ ჩივის, კავკასიიდანაც გაგვაგდებდნენ :)
შეტევა
16 ივლისი 2021 06:39
0
ტალოს: ანტიინგლისურ კამპანიაში კი არა სამეფო კარის შეთქმულებაში არიან ჩართული. წერენ იმას, რასაც იმათი ლოთი და სულელი გულშემატკივრები ჩადიან.
გოგა
16 ივლისი 2021 01:10
1
ლოთი და სულელი რას შვება ის უფრო საინტერესოა თუ ფეხბურთის ანალიზი?ინგლისელებს ყოველთვის ყავდათ ხულიგნები და ლოთები და არამარტო მათ...მათ საწინააღმდეგოდ არსებობს საშუალებები...მაგათ გულშემატკივარი არც ქვიათ... საქმე აქ იმაშია რომ ეს ამბები სიამოვნებით ზიარდება ბოლო დღეებია და თვითონ ფეხბურთზე კი არაფერი საინტერესო არ იწერება...სპორტული საიტი სპორტზე უნდა წერდეს და არა ძალადობაზე...
talo
16 ივლისი 2021 02:00
2
ამათ ფეხბურთი კი არ აინტერესებთ, ბოღმის სანთხევად დადიან თამაშებზე. ჩემპიონობა ისევ სანატრელი ექნებათ და ბოლოს ერთმანეთს დაერევიან
: )))))))
15 ივლისი 2021 23:48
0
მერამდენე დღეა ანტი ინგლისურ პროპაგანდაში ხართ ჩართული მესმის რომ გული დაგწყდათ რომ ფინალში ინგლისმა ითამაშა და არა თქვენმა ფავორიტმა ნაკრებმა მაგრამ რას ვიზამთ მაგას აღარაფერი ეშველება. თუ სპორტული საიტი ხართ უმჯობესია ფეხბურთზე ისაუბროთ და არა რაღაც უაზრობებზე... მანჩინის და საუთგეიტის საინტერესო კონცეპტზე დაგეწერათ ანალიზი მიმოხილვა ის რაც ფეხბურთის გულშემატკივარს აინტერესებს...
talo
15 ივლისი 2021 22:10
43
ეს ინგლისის ნაკრები გავიდა სპორტული სივრციდან და გადაიქცა პოლიტიკურ აქტივისტად. რეაქცია ადექვატურია.
გიორგი
07 სექტემბერი 2021 12:45
0
ფერები არ შეშლიათ, ფერთა განლაგება შეეშალათ :)
დათო
15 ივლისი 2021 21:43
0
როგორ უნდა უგულშემატკივრო ამათ?!
Giusha3232
15 ივლისი 2021 19:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული