უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

"ვერ ვიტან მანჩინის, იტალიის გამარჯვებაზე საუბარი მტკივნეულია" - ამბობს "სიტის" ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა უეინ ბრიჯმა იტალიის ნაკრების ევროპირველობაზე გამარჯვებაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩემთვის მტკივნეული იყო, მე ვერ ვიტან მანჩინის. ჩემი მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ყველამ იცის. ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე უარესი მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია, მაგრამ ტაქტიკაში არც ისე კარგია, მაგრამ კარგ შედეგს მიაღწია და ჩემთვის ამაზე საუბარი მტკივნეულია.

ჩემი ოჯახი არა მარტო გულშემატკივრობდა ინგლისის ნაკრებს, არამედ გულშემატკივრობდა მანჩინის წინააღმდეგ, რადგან მან ორმაგი დარტყმა მოგვაყენა.

ვერ ვიტან მას. "სიტიში" ყველა მისი მიღწევა ფეხბურთელების დამსახურებაა. ეს მათი გამარჯვებები იყო და არა მანჩინისი.

ერთხელ ბელამი შეეცადა ეკითხა, რა მოხდებოდა, თუ თამაშისას გარკვეული სიტუაცია შეიქმნებოდა, მანჩინიმ კი უთხრა, ენა ჩაეკმინდა და სახლში გაუშვა", - ციტირებს ბრიჯს "კორიერე დელო სპორტი".