უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!

AutoSharing Option
Transfermarkt-ზე "ევრო 2020"-ის მონაწილე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების ცვლილებები უკვე აისახა. რამდენიმე  მოთამაშის ღირებულება საკმაოდ გაიზარდა.

ფასების მატების მოწინავე ათეულში ყველაზე მეტი (4) ინგლისის ნაკრების მოთამაშეა, 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ იტალიასა და ნახევარფინალისტ დანიას, თითო ფეხბურთელი - ათეულის საწყის და უკანასკნელ ადგილებზე ესპანეთისა და უკრაინის ნაკრების წევრები არიან. საინტერესოა, ამ მოთამაშეებიდან კლუბს რამდენი შეიცვლის?!

პირველ ადგილს სამი მოთამაშე იყოფს. ერთ-ერთი "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველი პედრია, რომელსაც გამორჩეული ჩემპიონატი ჰქონდა როგორც ზუსტი გადაცემების (მათ შორის, მეტოქის ნახევარზე) რაოდენობით, ასევე დაფარული დისტანციის მხრივ.
ნაკლებად სავარაუდოა, მან მშობლიური კლუბი დატოვოს.

არც ტურინის "იუვენტუსი" აპირებს, ფედერიკო კიეზას შეელიოს. შემტევი ჩემპიონატზე გადამწყვეტი და მაღალი კლასის გოლების ავტორი გახდა, მისმა ფასმაც 10 მილიონით მოიმატა და ახლა 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ფასის ამდენივე მატება აქვს ინლისის ნაკრებისა და "ლიდსის" 25 წლის ნახევარმცველ კალვინ ფილიპსს, რომელსაც სტაბილური და წარმატებული "ევრო 2020" ჰქონდა.

მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1-3. პედრი (18 წლის, ესპანეთის ნაკრები, "ბარსელონა) - 80 მილიონი ევრო (ფასი 10 მლნ-ით გაიზარდა)

1-3. ფედერიკო კიეზა (23, იტალია, "იუვენტუსი") - 70 მილიონი (10)

1-3. კელვინ ფილიპსი (25, ინგლისი, "ლიდსი") - 40 მილიონი (10)

4. ლუკ შოუ (ინგლისი, 26, "მანჩესტერ იუნაიტედი") - 42 მილიონი (7)

5. მიკელ დამსგორი (21, დანია, "სამპდორია") - 20 მილიონი (7)

6. იოაკიმ მელე (24, დანია, "ატალანტა"), 19 მილიონი (6)

7. დეკლან რაისი (22, ინგლისი, "ვესტ ჰემი") - 70 მილიონი (5)

8. ჯანლუიჯი დონარუმა (22, იტალია, პსჟ) - 65 მილიონი (5)

9. ჰარი მაგუაირი (28, ინგლისი, "მანჩესტერ იუნაიტედი") - 50 მილიონი (5)

10. ილია ზაბარნი (18, უკრაინა, კიევის "დინამო) - 11 მილიონი (5)

altიტალიამ ინგლისს "უემბლიზე" სძლია და 53 წლის შემდეგ პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

alt"იუვენტუსმა" კიეზა "ჩელსის" 100 მილიონად არ მიჰყიდა



altლუის ენრიკე: 18 წლის პედრისავით თვით ინიესტა ვერ თამაშობდა