უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ქეცბაია: შოტლანდიასთან დაშვებული შეცდომებისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, გასვლაზე შოტლანდიასთან 0:3 დამარცხების შემდეგ, კომენტარი კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"შოტლანდიას დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. დღეს დაშვებული შეცდომებისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ის ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, რომელიც მჯერა, შეგვიძლია ვაჩვენოთ. ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ძლიერ გუნდთან წავაგეთ, რომლის რიგებშიც "მანჩესტერის" შემტევი სათადარიგო იყო. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

0:1-ის წაგებაზე რომ თანახმა ვყოფილიყავით, ბოლოს არ გავრისკავდით, მაგრამ ცვლილებებს მივმართეთ, შევუტიეთ და 0:3 დავმარცხდით. 87-ე წუთამდე თამაშში ვიყავით".

ასევე დაგაინტერესებთ