სტუმრებმა თავიდანვე ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს, დაცვაში უზადოდ მოქმედებდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტემპი დაბალი იყო, თამაში უსახური. მე-60 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლაში პორტეუსმა ჰოლანი წააქცია და ერლინმა პენალტით ნორვეგია დააწინაურა. მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მწვრთნელმა სოლბაკენმა დაცვის გასაძლიერებლად სიორლოტი და ჰოლანი შეცვალა და დაისაჯა კიდეც - შოტლანდიამ, რომელსაც იქამდე მომენტი არ შეუქმნია, ორი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.
20 ივნისს, შოტლანდია საქართველოს, ხოლო ნორვეგია კვიპროსს უმასპინძლებს.
ოსლო. "ულევი"
ნორვეგია - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 ჰოლანი (61, პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)
უი, სად იყო ჰალანდი, ეგ დუქნის ლომი ეგა. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთელია და ყველაფერი გვარდიოლა და როდრია. რომ არა ესპანელები რა ეშველებოდათ?!
ჩელსი მაურინიომ, მანჩესტერი ფერგიუსონმა, ხოლო სიტი გვარდიოლამ გააჩემპიონა. ხედავთ სადმე ინგლისელს?!