მირონ მარკევიჩი: უკრაინა ევრო 2024-ზე მინიმუმ მეოთხედფინალში უნდა გავიდეს

AutoSharing Option
"კარპატის" ამჟამინდელი და უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასვლა შეუძლია:

"საკვალიფიკაციო ტურნირზე გვანერვიულეს, მაგრამ კარგი შემადგენლობა გვყავს. მთავარია შედეგს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, სერგეი რებროვის შეგირდებზე ფსიქოლოგიური წყეხი მოქმედებდა, ასეთ სიტუაციაში კი ფეხბურთელები ყოველთვის ვერ ახერხებენ თავიანთი საუკეთესო უნარების წარმოჩენას. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ გუნდი ნერვიულობას გაუმკლავდა.

ჩემი აზრით, ევროპირველობაზე სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებენ, უფრო ხარისხიანს. მიმაჩნია, რომ გულშემატკივრებს ნაკრების მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლის იმედი უნდა ჰქონდეთ.

ჩვენი ჯგუფი ტურნირზე ყველაზე რთული არაა და
რუმინეთი და სლოვაკეთი უნდა დავამარცხოთ? ბელგიასთან ბრძოლა შესაძლებელია. არ არის საშიში მოწინააღმდეგე. როგორც უკვე ვთქვი, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები თქვენც და საქართველოს
კახა
18:05 13-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული