კურტუა განაცხადს მიღმა დარჩა - ევროპის ჩემპიონატისთვის ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ევროპის ჩემპიონატისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობაზე "რეალის" მეკარეს, ტიბო კურტუას ვერ ვიხილავთ.

მეკარეები: კოენ კასტელსი (ვოლფსბურგი), ტომას კამინსკი (ლუტონი), მატს სელსი (ნოტინგემ ფორესტი)

მცველები: ტიმოთი კასტანი (ლესტერი), მაქსიმ დე კუიპერი (ბრიუგე), ვუტ ფასი (ლესტერი), ტომას მუნიე (ტრაბზონსპორი), არტურ ტეტი (რენი), იან ვერტონგენი (ანდერლეხტი), ზენო დებასტი (ანდერლეხტი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ორელ მანგალა (ლიონი), ამადუ ონანა (ევერტონი), იური ტილემანსი (ასტონ ვილა), არტურ ვერმეერენი (ატლეტიკო), აქსელ ვიტსელი (ატლეტიკო), ასტერ ვრანქსი (ვოლფსბურგი)

შემტევები: იოჰან ბაკაიოკო (პსვ), იანიკ ფერეირა კარასკო (ალ შაბაბი), შარლ დე კეტელარე (ატალანტა), ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (რომა), დოდი ლუკებაიო (სევილია), ლოის ოპენდა (ლაიფციგი), ლეანდრო ტროსარი (არსენალი).

შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩათვალეს,რომ ტრავმის შემდეგ,ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო და სტაბილური ვერ იქნება?შესაძლოა,თუმცა ჩემი აზრით,კარგად თამაშობდა.
სოსო
15:05 28-05-2024
0
დე ბრუინის გამო არ წაიყვანა დიდი ალბათობით, ტრანვა რომ ქონდა მიზეზიც მიეცა და ეგრევა დატოვა. წესით სავარაუდოდ სწორად მოიქცა მწვრთნელი, ძნელია როცა ორი ლიდერი ერთმანეთს არ ელაპარაკება იქ სიტუაცია დამძიმებული არ იყოს.
kesha
16:02 28-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული