თურქეთის ნაკრებს მესამე ფეხბურთელი გამოაკლდა - იტალიასთან მატჩში კაბაკმა მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად იტალიას დაუზავდა - 0:0.

42-ე წუთზე ტრავმა მიიღო თურქეთის ნაკრების მცველმა ოზან კაბაკმა (ჰოფენჰაიმი), მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს ევროპირველობაზე ტრავმირებულები - მცველი ჩაგლარ სიონჯუ (ფენერბაჰჩე) და თავდამსხმელი ენეს იუნალი (ბორნმუთი) ვერ დაეხმარებიან.

თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ სპარინგს გამართავს -10 ივნისს ვარშავაში პოლონეთს შეხვდება.

საქართველოს ევროვნული გუნდი თურქეთს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში ეთამაშება.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
იტალია - თურქეთი
0:0


altჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
საერთოდ,სხვისი უბედურება რატომ გიხარიათ? ყველა ფეხბურთელისთვის ტრაგედიაა ასეთი ფორუმის გამოტოვება,როცა გუნდს დაეხმარე და მიდიხარ ევროზე,თუმცა ამხანაგურში იტრავმები და ვეღარ მიდიხარ. თუ თურქების ტრავმების იმედზე ხართ,ვერ ყოფილა თქვენი საქმე კარგად. არ იქნება სოიონჯუ,დადგა კაბაკი და თუ ისიც არ იქნება,დადგება დემირალი,რა განსხვავება არის? ახლა,მონტენეგროსთან რო გაიტრავმოს ხვიჩა,თურქებმა უნდა იღლიცინონ? პატივი ეცით ჯერ საკუთარ თავს და მერე მეტოქეს. ვისაც ასეთი ფაქტები უხარია,თქვენ ქართველები არ ხართ,თქვენ ხართ ჯოგი,ჩასახლებული ჯოგი.თუ მაგარი ხარ,გადი და სრულ შემადგენლობას მოუგე,რაში გჭირდება იმაზე ოცნება და ფიქრი,ვიღაც გაიტრავმოს და ერდოღანი დადგეს დაცვაშიო?

ცუდია ასეთი ამბები,როისის ამბავი მახსენდება და კაცმა ისე დაამთავრა კარიერა რო ვერ ითამაშა ნორმალურად. მსოფლიო ჩემპიონამდე განაცხადში იყო,ტრავმა მიიღო და გამოტო 2014 წლის მსოფლიო ანუ მსოფლიო ჩემპიონის მედალი დაკარგა კაცმა.
იასონას უდარი
05:37 05-06-2024
18
ის სად არის რო მიკომენტარებდა ძაან შორს ხარო რო ვამბობდი არ არის საჭირო მეორე ამხანაგურითქო.
ნეტავ ეს მონტენეგრო ჩაგვამთავრებინა მშვიდობიანად.
Levani
04:08 05-06-2024
1

სიახლეები პოპულარული