პორტუგალიამ თურქეთი დაჯაბნა და უკვე პლეი-ოფშია - საქართველოსთან ლეაო ვერ ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფში ვადამდე გავიდა - გარანტირებული პირველი ადგილით.

რონალდომ საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს მიმდინარე ტურნირზე მისი პირველი საგოლე მოქმედებაა.
ლეაომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

პორტუგალიას ექვსი ქულა აქვს, თურქეთს სამი, ჩეხეთსა და საქართველოს კი - თითო-თითო.

ბოლო ტური 26 ივნისს ჩატარდება: პორტუგალია საქართველოს, ხოლო თურქეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - პორტუგალია 0:3
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (21),
0:2 აკაიდინი (28, საკ. კარში), 0:3 ბრუნო ფერნანდეში (55)

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაო ერდოღანმა არ დაურეკა, თვალების დასაკოცნად?
ვანო
22:15 22-06-2024
1
ვნახოთ.. დილი ალბათობით ფერნანდესი, სილვა და რონი დაისვენებენ, როგორც მინიმუმ არ დაიწყებენ ალბათ, თუმცა სულ რომ მეორე გუნდით გვეთამაშონ მაინც უდავო ფავორიტები არიან. უნდა შევაკვდეთ,ბოლობოლო ასეთი მნიშვნელობის მატჩი არ გვითამაშია 1981ის მერე, მერვედფინალში გავდივართ მოგებით და ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს.. კიტე გვჭირდება უსიკვდილოდ.
ალექს
22:04 22-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული